19:40 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-08-12 13:37:27, 7071 ნახვა

სამხედრო
გენერალ მაზნიაშვილის სახელობის ახალგაზრდული ლეგიონი კოჯორში საბაზისო კურსის დასკვნით ფაზას გადის

თავდაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, გენერალ გიორგი მაზნიაშვილის სახელობის ახალგაზრდული ლეგიონის წევრები კოჯრის ტერიტორიაზე საბაზისო კურსის დასკვნით ფაზას გადიან. კურსის ფარგლებში, 15-21 წლის ახალგაზრდები ითვისებენ საბაზისო სალაშქრო - გადაადგილების, დაზვერვისა და შენიღბვის უნარ-ჩვევებს, ასევე ეცნობიან პირველადი სამედიცინო დახმარების წესებს. ტოპოგრაფიის და ტყის პირობებში გადაადგილების შესწავლის შემდეგ, საბაზისო კურსის მონაწილეებმა ერთი დღე მის პრაქტიკაში გამოყენებას დაუთმეს. ახალგაზრდულ ლეგიონსა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შორის თანამშრომლობის საფუძველზე ეროვნულმა გვარდიამ საბაზისო კურსის მონაწილეებს ახალი სამხედრო ფორმები გადასცა და ლოჯისტიკური საკითხები უზრუნველყო.

სასწავლო კურსი 10 შეხვედრას მოიცავს. აღნიშნულ კურსზე მიღება შესაძლებელია წელიწადში ორჯერ - გაზაფხულსა და შემოდგომაზე. კურსის ბოლოს გამოცდის წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში, ახალგაზრდები გიორგი მაზნიაშვილის სახელობის ლეგიონს შეუერთდებიან.

გიორგი მაზნიაშვილის სახელობის ახალგაზრდული ლეგიონის მიზანია, მომავალი თაობა სამხედრო საქმით დააინტერესოს და სამხედრო-პატრიოტულ თემებს პოპულარიზაცია გაუწიოს.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ALDE: ოცნებამ უნდა უზრუნველყოს, რომ ელენე ხოშტარიამ მიიღოს მკურნალობა, რომელიც სჭირდება
ნინო ლომჯარია TV იმედს სასამართლოში უჩივის
ზურაბიშვილი: ელენე ხოშტარიას, სასწრაფო სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სამედიცინო დახმარება სჭირდება
ბოკუჩავა: რა თქმა უნდა, ვრჩები ნაციონალურ მოძრაობაში, ვიბრძოლებ ბოლომდე!
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics