|
2020-08-10 10:08:14, 1217 ნახვა
პოლიტიკა
ზურა ჯაფარიძე დიდუბე-ჩუღურეთის მაჟორიტარულ ოლქში იყრის კენჭს
„გადავწყვიტე „გირჩის“ სახელით კენჭი ვიყარო თბილისში, დიდუბე-ჩუღურეთის მაჟორიტარულ ოლქში”, - ამის შესახებ პარტია „გირჩის“ ლიდერი ზურა ჯაფარიძე სოციალურ ქსელში წერს. მისი თქმით, გადაწყვტილება იმის გამო მიიღო, რომ დროში გაიწელა თბილისის 6 ოქლის გარდა სხვა ოლქებში ერთიან ოპოზიციურ კანდიდატებზე შეთანხმების პროცესი. „რამდენიმე კვირის წინ „გირჩმა“ მიიღო გადაწყვეტილება გამოთიშოდა ოპოზიიციის შიგნით მიმდინარე, მაჟორიტარულ ოლქებში ერთიანი კანდიდატების შერჩევის პროცესს. ეს გადაწყვეტილება განპირობებული იყო სურვილით გაადვილებულიყო შეთანხმება ერთიან კანდიდატებზე. მე საჯაროდ დავუჭირე მხარი „ევროპული საქართველოს“ კანდიდატს ვაკის მაჟორიტარულ ოლქში, ელენე ხოშტარიას და ვრჩები ამ გადაწყვეტილების ერთგული. იმის გამო, რომ დროში გაიწელა თბილისის 6 ოქლის გარდა სხვა ოლქებში ერთიან ოპოზიციურ კანდიდატებზე შეთანხმების პროცესი, „გირჩმა“ მიიღო გადაწყვეტილება ჩაერთოს მაჟორიტარულ არჩევნებში. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მნიშვნელოვანი მგონია ჩემი აქტიური ჩართულობა „გირჩის“ წინასაარჩევნო კამპანიაში ქვეყნის მასშტაბით, რთულად წარმომიდგენია „გირჩის“ მონაწილეობა მაჟორიტარულ არჩევნებში ისე, რომ მე არ ვიყო კანდიდატი რომელიმე მაჟორიტარულ ოლქში. გადავწყვიტე „გირჩის“ სახელით კენჭი ვიყარო თბილისში, დიდუბე-ჩუღურეთის მაჟორიტარულ ოლქში”, - წერს ჯაფარიძე.
WSJ: ტრამპი იმედგაცრუებულია პუტინით ომის სწრაფად მოგების შესახებ მისი დაპირებების შეუსრულებლობის გამო
თინათინ რუხაძე კულტურის მინისტრის თანამდებობას ტოვებს
მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ ია მელითაური 5-დღიან პატიმრობაში გაუშვა
მამუკა ფიფიამ მაგინა და დამემუქრა - პრორუსულ ფლანგში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)