19:40 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-08-09 11:31:17, 5937 ნახვა

სამხედრო
წმინდა მეფე ვახტანგ გორგასლის სახელობის ეკლესიაში 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპული გმირების სულების მოსახსენებელი პანაშვიდი გაიმართა

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ვარკეთილში, წმინდა მეფე ვახტანგ გორგასლის სახელობის ეკლესიაში, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპული გმირების სულების მოსახსენიებელ პანაშვიდს დაესწრო.

გმირულად დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების ხსოვნას პატივი მიაგეს საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა და თავდაცვის ძალების სხვა ხელმძღვანელმა პირებმა.

გმირების სულის მოსახსენებელ პანაშვიდს საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი რეგიონული განვითარების საკითხებში სოზარ სუბარი და თბილისის საკრებულოს წევრებიც დაესწრნენ.

დღესვე, ვარკეთილის მე-2 მიკრორაიონში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში დაღუპული მამა-შვილის, ბადრი და ვახტანგ გზირიშვილების სახელობის ქუჩა გაიხსნა.

ბადრი გზირიშვილი აფხაზეთის ომში იბრძოდა და ის სოფელ ტამიშში, რუსეთის შეიარაღებული ძალებსა და სეპარატისტების თავდასხმის შედეგად დაიღუპა. ვახტანგ გზირიშვილი კი 2008 წლის ომში დაღუპული კაპრალია, რომელიც სოფელ ტბეთთან რუსული ავიაციის დაბომბვის შედეგად დაიჭრა და იმ დროს გარდაიცვალა, როდესაც სამხედროებს სამშვიდობოზე გამოჰყავდათ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ALDE: ოცნებამ უნდა უზრუნველყოს, რომ ელენე ხოშტარიამ მიიღოს მკურნალობა, რომელიც სჭირდება
ნინო ლომჯარია TV იმედს სასამართლოში უჩივის
ზურაბიშვილი: ელენე ხოშტარიას, სასწრაფო სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სამედიცინო დახმარება სჭირდება
ბოკუჩავა: რა თქმა უნდა, ვრჩები ნაციონალურ მოძრაობაში, ვიბრძოლებ ბოლომდე!
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics