19:17 - 28 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-08-07 17:27:53, 2200 ნახვა

პოლიტიკა
გიგა ბოკერია აგვისტოს ომის დროს ქართული მხარის მიერ დაშვებულ შეცდომაზე საუბრობს

„ევროპული საქართველოს“ წევრი გიგა ბოკერიამ „დღის კურიერში“ განაცხადა, რომ ქართულმა მხარემ აგვისტოს ომში ერთადერთი შეცდომა დაუშვა, რომ ქვეყანამ რუსეთს სამშვიდობო სტატუსი არ ჩამოართვა.

ბოკერიას თქმით,  მსგავსი ნაბიჯი პოლიტიკური და დიპლომატიური თვალსაზრისით შეავიწროებდა რუსეთს. მაგრამ როდესაც აღნიშნული საკითხი დღის წესრიგში დააყენა მაშინდელმა პარლამენტმა, ჩვენი ქვეყნის მოკავშირეები ამ გადაწყვეტილების მხარდამჭერნი არ აღმოჩნდნენ.

„ერთადერთი ჩვენ ფუნდამენტურ შეცდომად მივიჩნევ, რომ რისკზე არ წავედით - ეს იყო სამშვიდობოებისთვის სტატუსის ჩამორთმევა, რა ინიციატივაც დადგა მაშინ. საქართველოს პარლამენტმა დააყენა ეს საკითხი, რაც დიპლომატიურად და პოლიტიკურად შეავიწროებდა რუსეთს. თუმცა იმ მომენტში ჩვენი მოკავშირეებიც კი არ იყვნენ ამის მხარდამჭერები, იმიტომ, რომ არ სურდათ ვითარების გამწვავება. სწორედ ის იყო მთავარი, პატიოსანი შეცდომა. როდესაც ჩვენ ვეუბნებოდით მათ, ეს აღწერილი აქვს სხვათა შორის, სახელმწიფო მდივანსაც, კონდოლიზა რაისს თავის მემუარებში, რომ რუსეთი ამას აპირებს, აქეთკენ მიდის ყველაფერი, განწყობა იყო, რომ იცი რა, ეს არ მოხდება, არ იფიქროთ ამაზე, რუსები ამას ვერ იზამენ. ეს დიდი შეცდომა იყო“, - განაცხადა გიგა ბოკერიამ „რუსთავის 2-ის“ ეთერში.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
თინათინ რუხაძე კულტურის მინისტრის თანამდებობას ტოვებს
მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ ია მელითაური 5-დღიან პატიმრობაში გაუშვა
მამუკა ფიფიამ მაგინა და დამემუქრა - პრორუსულ ფლანგში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ
სასამართლომ საკრებულოსთან გამართულ აქციაზე დაკავებული აქტივისტი, ვასო ბერიძე 5 000 ლარით დააჯარიმა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics