08:49 - 30 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-08-04 15:18:44, 1752 ნახვა

საზოგადოება
იან ჰომერის ქუჩის რეაბილიტაცია დასრულდა

საბურთალოს რაიონში, იან ჰომერის ქუჩაზე საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება დასრულდა.

სამუშაოების შედეგად, 500 გრძივ მეტრზე მოეწყო სანიაღვრე ქსელი და 4 000 კვ.მ ფართობზე  ასფალტის ორი ფენა საფარი დაიგო.

დასრულებულ სამუშაოებს საბურთალოს რაიონის გამგებელი გაიოზ ვასაძე და მაჟორიტარი დეპუტატი ავთანდილ ცინცაძე გაეცნენ.

“ჰომერის ქუჩაზე რთული მდგომარეობა იყო, მოსახლეობას წლების განმავლობაში გრუნტიან გზაზე გადაადგილება უწევდა. ახლა კი, მოწესრიგებული გზით ისარგებლებენ. მიმდინარე წელს, დიდი დიღმის კერძო დასახლებაში უკვე ოთხი ქუჩა კეთილმოეწყო“, - განაცხადა გაიოზ ვასაძემ.

პროექტის განსახორციელებლად ბიუჯეტიდან 600 000 ლარი გამოიყო. სარეაბილიტაციო სამუშაოები კი, კომპანიამ „L&L” შეასრულა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტრო სექტემბერში გაუქმდება
შეიქმნება რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა, რომელსაც მამუკა მდინარაძე დაიკავებს
იან კელი და დევიდ კრამერი: აშშ-მა და ევროკავშირმა „ქართულ ოცნებაზე“ ზეწოლა უნდა გააძლიერონ
PHR: სააპელაციომ დააკმაყოფილა ბექა შონიასთვის სამედიცინო მომსახურების შინ მიღების მოთხოვნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics