13:49 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-09-07 16:41:55, 398 ნახვა

პოლიტიკა
ხიდაშელი: 10 წლის შემდეგ საქართველოში რა დარჩება ?

თავდაცვის მინისტრის თინა ხიდაშელის შეფასებით, თუ საქართველოში რუსული აგრესია გაგრძელდება და ნატოს წევრი არ გახდება, 10 წლის შემდეგ, ქვეყანას ალიანსში გასაწევრიანებლად ბრძოლის უნარი შესაძლოა აღარ ჰქონდეს.

ამის შესახებ ხიდაშელმა „თბილისი რუმსში“ მიმდინარე საერთაშორისო კონფერენციაზე განაცხადა.

„როდესაც ნატოზე ვსაუბრობთ, მე ნამვდილად ვერ გავხდები უფრო მოკრძალებული. ჩვენ ვსაუბრობთ სახელმწიფოს გადარჩენაზე რომელიც პატარავდება. კაცმა არ იცის, 2, 5 ან 10 წლის მერე საქართველოში რა დარჩება თუ ასე გაგრძელდა ყველაფერი. შეიძლება რასაც ვამბობ ძალიან დრამატულად ჟღერს ყველაფერი, მაგრამ ეს ასეა, ამ თემაზე ვერ ვიხუმრებ. ის აგრესია, რომელსაც ჩრდილოელი მეზობელი ავლენს ჩვენს მიმართ, ამაზე უნდა ვთქვათ, რომ ეს არის ჩვენი არსებობა არ არსებობის საკითხი. ეს არის ეგზისტენციალური, ეს მოხდება ახალ დეკემბერში თუ შემდეგ სამიტზე ან მინისტერიალზე, თითოეული შემდგომი 6 თვე უზარმაზარი მნიშვნელობისაა საქართველოსთვის. 2, 4 ან 10 წელიწადში თუ საქართველო კიდევ იქნება, მას გამოცდილი ექნება ძალიან ბევრი ომი. შეიძლება გადავრჩეთ, ვარსებობდეთ, მაგრამ როგორ ვიქნებით ? მართლა ვიქნებით ისევ ის ქევყანა რომელიც ევროპაზე იზრუნებს და იმუშავებს, თუ არა. რუსეთს აქვს თავისი განაცხადები, მოთხოვნები, არის მისი ზეგავლენა - ეს არის უსაფრთხოების თემასთან დაკავშირებული რეალობა“, - აღნიშნა ხიდაშელმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ფასდაკლებული პროდუქტის სამთავრობო პორტალი ჩაირთო
გვარაკიძე: კვლავ მკაცრი იყო პროკურატურის პოლიტიკა ოჯახურ დანაშაულზე, ყველას პატიმრობას ვითხოვდით
საქმე ეხება ფსიქოტროპული წამლებით უკანონო ვაჭრობას - დაკავებულია 17 პირი
რუსეთის კიდევ შვიდ რეგიონში ბენზინის გაყიდვებზე შეზღუდვები დაწესდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics