13:48 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-09-07 12:50:32, 479 ნახვა

პოლიტიკა
ხიდაშელი: ევროპაში მეორე ფრონტი დღეს არავის სჭირდება

საქართველოს თავდაცვის მინისტრის თინა ხიდაშელის განცხადებით, მთავრობა საკუთარი პოზიციის დასაფიქსირებლად ყველა შესაძლებლობას იყენებს, - ამ განცხადებით ხიდაშელი საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს მთავრობის არასათანადო აქტივობასთან დაკავშირებით ოპოზიციის შენიშვნებს გამოეხმაურა.

ხიდაშელის თქმით, ობიექტურ ადამიანს აღნიშნულის თქმის საფუძველი ნამდვილად არ აქვს.

„ჩემი გასული 4 თვის საქმიანობა, როგორც მაგალითად ბოლო ვიზიტი ამერიკაში, არამგონია, რომ ოდნავ ობიექტურობასთან გვერდში ჩავლილ ადამიანს, ასეთი განცხადების გაკეთების საშუალებას აძლევდეს. ენას ძვალი არ აქვს გასაგებია. ჩვენ ამ საქმეში ვმოქმედებთ მთლიანად შეთანხმებით ევროკავშირთან და ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან. არავის არ სჭირდება დღეს მეორე ფრონტი ევროპაში, ეს არის ძალიან მარტივი“, - განაცხადა თინა ხიდაშელმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ფასდაკლებული პროდუქტის სამთავრობო პორტალი ჩაირთო
გვარაკიძე: კვლავ მკაცრი იყო პროკურატურის პოლიტიკა ოჯახურ დანაშაულზე, ყველას პატიმრობას ვითხოვდით
საქმე ეხება ფსიქოტროპული წამლებით უკანონო ვაჭრობას - დაკავებულია 17 პირი
რუსეთის კიდევ შვიდ რეგიონში ბენზინის გაყიდვებზე შეზღუდვები დაწესდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics