00:43 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-07-17 17:24:09, 6841 ნახვა

რეგიონი
კახეთის რეგიონში, სადაზღვევო კომპანიები სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის დათვლას უმოკლეს ვადაში დაასრულებენ

15 ივლისს, ძლიერმა სეტყვამ და ქარმა  კახეთის რეგიონი მნიშვნელოვნად დააზარალა.    სახელმწიფო დაზღვევის ბენეფიციარების მხრიდან  სადაზღვევო კომპანიებში შესულია 1041 შეტყობინება. დაზიანებული ფართობი, დაახლოებით, 1,215 ჰექტარს შეადგენს. სადაზღვევო შეტყობინებების 60% თელავის მუნიციპალიტეტიდან, ხოლო  დანარჩენი - ყვარლის, გურჯაანის, ლაგოდეხის და საგარეჯოს მუნიციპალიტეტებიდან დაფიქსირდა.  სადაზღვევო კომპანიების წარმომადგენლების მიერ მიმდინარეობის ზარალის დათვლის პროცესი, რაც უმოკლეს ვადაში დასრულდება. 

2020 წლის ივლისის თვის მონაცემებით, სახელმწიფო აგროდაზღვევის პროგრამის ფარგლებში გაცემული პოლისების რაოდენობა 15,422-ს შეადგენს, დაზღვეულია 15,000 ჰექტარზე მეტი მიწის ფართობი, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 24 %-ით მეტია. დაზღვეული მოსავლის ღირებულება 140 მლნ ლარს აღემატება.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
რუბიო: აშშ ირანისა და ლიბანის მოლაპარაკებებს ერთმანეთისგან მიჯნავს, თუმცა „ირანის ფაქტორს“ აღიარებს
ხოშტარიას მკურნალობაში მისი მკურნალი რევმატოლოგი ჩაერთვება და გასინჯავს
პუტინი გაგლოევს: ოსებს შეუძლიათ იამაყონ თავიანთი წინაპრებით
ცხინვალის „ლიდერის“ მოვალეობის შემსრულებლად რუსეთის მოქალაქე მარატ კამბოლოვი დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics