23:16 - 23 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-07-17 15:07:54, 6194 ნახვა

რეგიონი
აჭარის მთავრობის შენობასთან მიმდინარე აქციაზე დაპირისპირება მოხდა

აჭარის მთავრობის შენობასთან, სადაც ქობულეთში თვითნებურად შესახლებული პირები აქციას მართავენ, დაპირისპირება მოხდა.

აქციის მონაწილეები აჭარის მერთან, თორნიკე რიჟვაძესთან შეხვედრას ითხოვენ.

მათი პროტესტის მიზეზი ქობულეთში, ყოფილი სტატისტიკის შენობაა, რომლის დაკანონებასაც ისინი ითხოვენ.

როგორც ისინი აცხადებენ, მათი საცხოვრებელი ადგილი ადგილობრივმა ხელისუფლებამ აუქციონის წესით გაყიდა, რომელიც ქობულეთის საკრებულოს დეპუტატმა შეიძინა.

აქციის მონაწილეების თქმით, დეპუტატი არჩევნების შემდეგ მოსახლეობას აღნიშნული შენობიდან გამოსახლებით ემუქრება.

ადგილზე აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი ჯაბა ფუტკარაძე მივიდა, რომელსაც  აქციის რამდენიმე მონაწილე და „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები დაუპირისპირდნენ.

აქციის ერთ-ერთი მონაწილე შეუძლოდ გახდა, რის შემდეგაც ადგილზე სასწრაფო დახმარების გამოძახება გახდა საჭირო.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუბიო: აშშ ირანისა და ლიბანის მოლაპარაკებებს ერთმანეთისგან მიჯნავს, თუმცა „ირანის ფაქტორს“ აღიარებს
ხოშტარიას მკურნალობაში მისი მკურნალი რევმატოლოგი ჩაერთვება და გასინჯავს
პუტინი გაგლოევს: ოსებს შეუძლიათ იამაყონ თავიანთი წინაპრებით
ცხინვალის „ლიდერის“ მოვალეობის შემსრულებლად რუსეთის მოქალაქე მარატ კამბოლოვი დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics