14:34 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-09-04 10:11:40, 649 ნახვა

სამართალი
კახა კახიშვილმა პრემიერს 200 ელექტრონული სამაჯურის შეძენის თხოვნით მიმართა

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის კახა კახიშვილის ინფორმაციით, სასჯელის მოხდის ფორმად შინაპატიმრობა 2015 წლის სექტემბრიდან ამოქმედდება. 

კახიშვილმა პრემიერს თხოვნით მიმართა, შინაპატიმრობის უზრუნველსაყოფად, 200 ერთეული ელექტრონული სამაჯურის შეძენის უფლება მისცეს. 

"ჩვენ კომისიურად გამოვავლინეთ კომპანია, რომელიც  30 ქვეყანაში, შინაპატიმრობის უზრუნველსაყოფად ელექტრონულ სამაჯურებს აწარმოებს. ჩვენ გვქონდა მოლაპარაკებები ამ კომპანიასთან, ეს არის "სამი ემი"  რომელიც რეგისტრირებულია აშშ-ში და როგორც აღვნიშნე 30 ქვეყანაში ხდება მათი სამაჯურებით ოპერირება.  აღნიშნული საკანონმდებლო ნორმის უზრუნველსაყოფად ჩვენ გთხოვთ რომ მოგვცეთ უფლება შევიძინოთ 200ერთეული შინაპატიმრობისთვის შესაბამისი სამაჯური. თავისი სერვერით,  მომსახურებით ეს ჯდება 520 ამერიკული დოლარი. ჩვენ პირველ ეტაპზე დავიწყებთ ამას არასრულწლოვნებისთვის. ყველაზე ძვირადღირებულია სერვერი. როგორც კი ამ სერვერს ვიყიდით შემდეგ გადავალთ შინაპატიმრობაზე სხვებისთვის", - აღნიშნა კახიშვილმა. 

პრემიერმა კი, აქვე დასძინა: "გადავალთ პოლიტიკოსებზე".  

 

 

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სააკაშვილი: ნანუკა ჟორჟოლიანი ჩემი თხოვნით უკვე ხვდება პარტიულ ორგანიზაციებს, თიკა ბოკუჩავაც რჩება პარტიაში
უკრაინის იერიშის გამო მოსკოვის ყველა აეროპორტმა მუშაობა შეწყვიტა
ტუსკი რუსი მხატვრის მკვლელობაზე: ეჭვმიტანილი დაკავებულია, ის საქართველოს პასპორტს იყენებს
სელფი Global Tech Weekend Tbilisi 2026-ის პარტნიორია!
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics