16:40 - 30 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-07-14 13:59:34, 1419 ნახვა

საზოგადოება
რჩეულიშვილის ქუჩაზე გრუნტის დამჭერი კედელი ეწყობა

მთაწმინდის რაიონის გამგეობა, მოსახლეობის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, კიდევ რამდენიმე ინფრასტრუქტურულ პროექტს ახორციელებს.

ვერაზე, რჩეულიშვილის  ქუჩა II ჩიხის №14-ში, რკინა-ბეტონის კედელის მოწყობის სამუშაოები დაიწყო. აღნიშნული პროექტი ახლომდებარე საცხოვრებელ სახლებს გრუნტის ჩამოშლისგან დაიცავს.

მიმდინარე სამუშაოებს მთაწმინდის რაიონის გამგებელი დავით კირკიტაძე გაეცნო.

„მსგავსი პროექტების განხორციელება ჩვენი რაიონისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, მისი რელიეფური მდგომარეობიდან გამომდინარე. აღნიშნული პროექტი გრუნტის ჩამოშლის საფრთხეს მოხსნის, რომელსაც ახლომდებარე სახლების დაზიანებაც შეეძლო. ამიტომ, მდგომარეობის სირთულის მიხედვით, ეტაპობრივად ვახორციელებთ საყრდენი კედლების მშენებლობას“, - განაცხადა დავით კირკიტაძემ.

პროექტის ფარგლებში, მთაწმინდის გამგეობის ბიუჯეტიდან 103 390 ლარი არის გამოყოფილი. სამუშაოებს  შპს „ბესკო“ ასრულებს.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ტუსკი რუსულ რაკეტაზე: არ არსებობს საფუძველი ვიფიქროთ, რომ პოლონეთი იყო სამიზნე
აშშ-ის საელჩოს საქართველოში ახალი მოვალეობის შემსრულებელი ჰყავს
მდინარე წყალწითელაში მამაკაცი დაიხრჩო
კოშტა - პოლონეთის საჰაერო სივრცეც დაირღვა - კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ რუსეთის აგრესია მთლიანად ევროპის უსაფრთხოებას საფრთხეს უქმნის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics