|
2020-07-11 10:36:25, 3064 ნახვა
საზოგადოება
მუხიანის მეოთხე ბ მიკრორაიონის N34 კორპუსთან სკვერის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
მუხიანის მეოთხე ბ მიკრორაიონის N34 კორპუსის მიმდებარედ არსებული სკვერის რეაბილიტაცია ხორციელდება.
პროექტის შედეგად, ეწყობა ბავშვთა გასართობი ზონები, მოსასვენებელი პავილიონი, მონტაჟდება გარე განათების სისტემა, ასევე, განთავსდება სკვერისთვის საჭირო სხვა ინფრასტრუქტურა. განხორციელდება გამწვანების სამუშაოებიც, დაირგვება ხეები და ბუჩქები, დაითესება ბალახი. სარეაბილიტაციო სამუშაოებს, გლდანის რაიონის გამგეობის დაკვეთით, შპს „არაგვი ბიზნეს ჯგუფი პლიუსი“ ასრულებს, რისთვისაც გამგეობის ბიუჯეტიდან 122 221 ლარია გათვალისწინებული. გლდანის გამგებელი ბექა მიქაუტაძე, საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ ქეთევან ჯოხაძესთან ერთად მიმდინარე სამუშაოებს გაეცნო. ამ ეტაპზე, გლდანის რაიონის გამგეობა სკვერების მოწყობის სამუშაოებს ათ მისამართზე ახორციელებს. გარდა ამისა, გამგეობის მიერ, ბავშვთა გასართობი მოედნებიც ეწყობა, რომლის სამუშაოები შვიდ მისამართზე უკვე დასრულდა, რვა მისამართზე კი მიმდინარეობს.
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბში TUMO Kutaisi ცენტრი გაიხსნა
ფაშინიანი: სომხეთმა რუსეთს, შესაძლოა, რკინიგზის იჯარის სახით 2 მილიარდი მოსთხოვოს
ტუსკი რუსულ რაკეტაზე: არ არსებობს საფუძველი ვიფიქროთ, რომ პოლონეთი იყო სამიზნე
აშშ-ის საელჩოს საქართველოში ახალი მოვალეობის შემსრულებელი ჰყავს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევი და უკრაინის სხვა დიდი ქალაქები დაბომბა, დაიღუპა 7 ადამინი დაიჭრა 30
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)