|
2020-07-08 16:16:49, 2106 ნახვა
საზოგადოება
გენერალური გეგმის მიხედვით შეზღუდულ არეალებში ძველი ფუნქციური ზონირება დაბრუნდება
თბილისის მთავრობის გადაწყვეტილებით, „დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის“ მიხედვით არსებული შეზღუდვის არეალები დაკორექტირდა, რის საფუძველზეც შეზღუდულ არეალებში ძველი გენერალური გეგმით არსებული ფუნქციური ზონირება დაბრუნდება. დადგენილი შეზღუდვები მოიხსნება ტერიტორიებზე: დიდი დიღმის III-IV მ/რ-ის სამხრეთი ტერიტორია, თბილისის ზღვისა და გლდანის ტბის მიმდებარე ტერიტორიები, ასევე ლისის ტბის, ორთაჭალის ბაღების, აკადემქალაქის, კოჯორი-შინდისისა და ხილიანი-დოლიძის მიმდებარე ტერიტორიები. თბილისის ურბანულის განვითარების სამსახურის უფროსი ვიქტორ წილოსანი აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით დღეს თბილისის ზღვის უბნის მოსახლეობას გაესაუბრა და სიახლის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. „ახალი გენერალური გეგმის მიხედვით გარკვეულ ტერიტორიებს შეზღუდვის ზონები დაედო, რომლის მიხედვითაც ადამიანებს თავიანთ მიწის ნაკვეთებზე არ ჰქონდთ განვითარების შესაძლებლობა. დღეს შევხვდი თბილისის ზღვის არეალთან დაკავშირებით კონკრეტულ ჯგუფს, თუმცა დედაქალაქში არის სხვა ტერიტორიებიც, სადაც გვხვდება მსგავსი პრობლემა. რეალურად, ყეველას მოეხსნება ეს შეზღუდვები და შეეძლებათ ძველი გენგემით დადგენილი ზონების დაბრუნება,“ - განაცხადა ვიქტორ წილოსანმა. თბილისის მთავრობის დღევანელ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით დოკუმენტები უკვე გადაგზავნილია საკრებულოში და მასზე დეპუტატები უახლოეს სხდომაზე იმსჯელებენ.
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ყრილობა 5 აგვისტოს გაიმართება
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბში TUMO Kutaisi ცენტრი გაიხსნა
ფაშინიანი: სომხეთმა რუსეთს, შესაძლოა, რკინიგზის იჯარის სახით 2 მილიარდი მოსთხოვოს
ტუსკი რუსულ რაკეტაზე: არ არსებობს საფუძველი ვიფიქროთ, რომ პოლონეთი იყო სამიზნე
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევი და უკრაინის სხვა დიდი ქალაქები დაბომბა, დაიღუპა 7 ადამინი დაიჭრა 30
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)