|
2020-07-07 14:40:15, 1887 ნახვა
საზოგადოება
ქართულმა ღვინოებმა საერთაშორისო კონკურსში ოქროს და ვერცხლის მედლები დაიმსახურეს
პოლონეთში გამართულ ვარდისფერი ღვინოების საერთაშორისო კონკურსში (International Rosé Championship 2020) ქართულმა ღვინოებმა ოქროს და ვერცხლის მედლები დაიმსახურეს. ოქროს მედლები მიიღეს: იბერიელი, „ზურაბ თოფურიძე ჩხავერი (გურია) – 2018“ და მარანი „დიმნა“ (იმერეთი)- „ძელშავი 2017“; ღვინომ „ზურაბ თოფურიძე ჩხავერი 2018“ ასევე დაიმსახურა საუკეთესო ღვინები სპეციალური ჯილდო. ვერცხლის მედლები მოიპოვეს: თელავის ღვინის მარანი, „ცქრიალა როზე (კახეთი)- 2019“, თელავის ღვინის მარანი, „საფერავი როზე (კახეთი) – 2019“ და „ლაპატი ვაინსი“, „კიდევ ერთი პეტ ნატი“ (ქართლი) – 2016“. ჟიურის ღვინის მაგისტრი ელიზაბეტ გაბაი (Elizabeth Gabay) ხელმძღვანელობდა, ხოლო მის შემადგენლობაში მსოფლიოს 7 ქვეყნის 12 საუკეთესო ექსპერტი შედიოდა. სულ კონკურსში 28 ქვეყნის 220 ღვინის ნიმუში მონაწილეობდა. კონკურსზე ქართული ღვინოები, ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორმა პოლონურმა ორგანიზაცია „Malinova“-მ წარადგინა. ქართული ღვინის წარმატება მსგავს საერთაშორისო პრესტიჟულ კონკურსში მიანიშნებს მის მაღალ ხარისხზე და კიდევ უფრო ზრდის ქართული ღვინის ცნობადობას მსოფლიოს მასშტაბით, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია Covid-19-ის ვირუსის მსოფლიო პანდემიის ფონზე, რომელმაც მსოფლიოს ბევრი ქვეყნის მსგავსად, საქართველოს ღვინის ინდუსტრიაც დააზარალა.
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ყრილობა 5 აგვისტოს გაიმართება
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბში TUMO Kutaisi ცენტრი გაიხსნა
ფაშინიანი: სომხეთმა რუსეთს, შესაძლოა, რკინიგზის იჯარის სახით 2 მილიარდი მოსთხოვოს
ტუსკი რუსულ რაკეტაზე: არ არსებობს საფუძველი ვიფიქროთ, რომ პოლონეთი იყო სამიზნე
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევი და უკრაინის სხვა დიდი ქალაქები დაბომბა, დაიღუპა 7 ადამინი დაიჭრა 30
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)