08:26 - 28 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-06-27 15:33:12, 1638 ნახვა

პოლიტიკა
პრემიერი - ასოცირების შეთანხმება ჩვენი ქვეყნისთვის არის საძირკველი, რომელზეც შენდება საქართველოს ევროპული მომავალი

ასოცირების შეთანხმება ჩვენი ქვეყნისთვის არის საძირკველი, რომელზეც შენდება საქართველოს ევროპული მომავალი, - აღნიშნულის შესახებ პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებაშია აღნიშნული.

მისივე თქმით, დღემდე საქართველომ მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია ევროკავშირთან ინტეგრაციის არაერთი მიმართულებით, რასაც მოჰყვა კიდეც კონკრეტული ხელშესახები შედეგები ჩვენი ქვეყნისთვის – თითოეული ჩვენი მოქალაქისთვის.

„ჩვენ ეტაპობრივად სულ უფრო წინ მივიწევთ ევროკავშირთან ეკონომიკური ინტეგრაციისაკენ, რაც ქვეყანას უფრო მტკიცედ აკავშირებს ევროპულ სტრუქტურებთან და შეუქცევადს ხდის ჩვენი ევროინტეგრაციის პროცესს.

ჩვენ წინ გვაქვს უფრო მეტი რეფორმებით დატვირთული გზა ევროპისკენ, რომელიც თითოეული ჩვენთაგანისგან მოითხოვს ყოველდღიურ ძალისხმევას, თავდადებასა და ურთიერთთანადგომას.

მინდა, მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც ყოველდღიურად შრომობს ამ პროცესის სწრაფად და წარმატებით დასრულებისთვის“, – აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოსკოვში დრონებით თავდასხმის შესახებ განაცხადეს და ქალაქის აეროპორტებმა ფრენები შეაჩერეს
Porsche კიდევ 5000 სამუშაო ადგილს შეამცირებს
გერმანიაში დაახლოებით 450 პოტენციური ისლამისტი ტერორისტი იქნა იდენტიფიცირებული
ტრამპი: ირანს იგივე ემართება, რაც ვენესუელას დაემართა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics