07:11 - 28 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-06-25 15:16:00, 1911 ნახვა

პოლიტიკა
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის პოზიციაზე შესარჩევი კონკურსი ცხადდება

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის პოზიციაზე შესარჩევი კონკურსი ცხადდება.

ამის შესახებ განცხადებას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

განცხადებაში საუბარია იმ პოზიციაზე, რომელიც იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ანა დოლიძეს ეკავა.

„დღეს საქართველოს პრეზიდენტმა მიიღო ქალბატონი ანა დოლიძის პირადი განცხადება საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის თანამდებობის დატოვების შესახებ.

აღნიშნული განცხადება არის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძველი. „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 47-ე მუხლის 11 1 პუნქტის შესაბამისად, ცხადდება საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის შესარჩევი კონკურსი, რომლის პირობებიც განსაზღვრულია საქართველოს პრეზიდენტის 2020 წლის 25 ივნისის N:25/06/01 განკარგულებით. შეგახსენებთ, რომ გასულ კვირას პრეზიდენტმა გაავრცელა განცხადება, რომლითაც განმარტა, რომ კონსტიტუცია პრეზიდენტს არ ანიჭებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის გათავისუფლების უფლებამოსილებას“, - ნათქვამია პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პუტინმა ბრძანა ომის გასაგრძელებლად ბიუჯეტი მოამზადონ
ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრი ზელენსკის შეხვდა და მას „100%-იანი“ მხარდაჭერა გამოუცხადა
როგორც მოსკოვში - თეთრი ფურცლის დაჭერისთვის პოლიციამ აქტივისტი ნოდარი წიწარიშვილი დააკავა
საქართველოს ეროვნული ბანკი: ბანკები „თელასის“ ლარში მომსახურებას გააგრძელებენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics