14:32 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-08-29 10:41:11, 724 ნახვა

სამართალი
ოქროყანაში მომხდარი მკვლელობის საქმე შემდგომი გამოძიების მიზნით მთავარ პროკურატურას გადაეცა

ოქროყანაში მომხდარი მკვლელობის საქმე შემდგომი გამოძიების მიზნით მთავარ პროკურატურას გადაეცა.

როგორც „ექსპრესნიუსს“ მთავარი პროკურატურის პრესსამსახურში განუცხადეს, შემოსული შეტყობინების საფუძველზე თბილისის მთავარ სამმართველოში გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე, განზრახ მკვლელობასა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 236-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილით დაიწყო.

„ მოგვიანებით საქმე შემდგომი გამოძიებისთვის გადაეგზავნა თბილისის პროკურატურას. შეტყობინების თანახმად, თბილისი-ტაბახმელას ავტომაგისტრალზე ნანახი იქნა სავარაუდოდ ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის შედეგად გარდაცვლილილი მამაკაცის გვამი, რომელიც ჩატარებული გამოძიების შედეგად აღმოჩნდა რეზო კალომლეწავი. ასევე დადგინდა, რომ შემთხვევის ადგილიდან ცეცხლსასროლი ჭრილობით ინგოროყვას სახელობის კლინიკაში გადაყვანილი იქნა ლევან გვაზავა.  ამ ეტაპზე ტარდება გადაუდებელი საგამოძიებო მოქმედებები. მიმდინარეობს შემთხვევის ადგილის დათვალიერება, იკითხებიან მოწმეები, დანიშნულია ყველა შესაბამისი ექსპერტიზა. გამოძიების შედეგების შესახებ საზოგადოებისთვის დამატებით გახდება ცნობილი“,-განუცხადეს „ექსპრესნიუსს“ მთავარ პროკურატურაში.  

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სააკაშვილი: ნანუკა ჟორჟოლიანი ჩემი თხოვნით უკვე ხვდება პარტიულ ორგანიზაციებს, თიკა ბოკუჩავაც რჩება პარტიაში
უკრაინის იერიშის გამო მოსკოვის ყველა აეროპორტმა მუშაობა შეწყვიტა
ტუსკი რუსი მხატვრის მკვლელობაზე: ეჭვმიტანილი დაკავებულია, ის საქართველოს პასპორტს იყენებს
სელფი Global Tech Weekend Tbilisi 2026-ის პარტნიორია!
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics