01:24 - 31 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-06-21 10:32:16, 1533 ნახვა

საზოგადოება
მცხეთაში ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის სამძებრო სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს

მცხეთაში ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის სამძებრო სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს.

სამაშველო ჯგუფი  დაკარგულ ფეხბურთელს მდინარე მტკვარზე და არაგვზე მესამე დღეა უწყვეტ რეჟიმში ეძებს, - ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა განუცხადა.

საგანგებო სიტუაციები მართვის სამსახურის ინფორმაციით ადგილზე  დღემდე მუშაობს 70 მეხანძრე-მაშველი და მყვინთავთა ჯგუფი, 7 გასაბერი ნავით. ასევე  საძიებო პროცესში ჩართულია 2 ექოლოტი, რითაც  მაშველები წყლის ფსკერს ათვალიერებენ.

მათივე თქმით, მცხეთაში შექმნილია საველე, სამუშაო შტაბი და ტერიტორიის მონიტორინგი  დრონის საშუალებითაც მიმდინარეობს.

შეგახსენებთ, რომ  19 ივნისს, ფეხბურთელის დაკარგვის შესახებ ოჯახმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა. 20 ივნისს მდინარე არაგვზე სამძებრო სამუშაოების ჩასატარებლად ზაჰესის დამბა გახსნეს და ჟინვალჰესის დაკეტეს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პოლონეთში დააკავეს მამაკაცი, რომელიც ზელენსკის მკვლელობას მოუწოდებდა
საქართველოს ბანკს Student და sCool Card-ის მფლობელებისთვის სპეციალური შეთავაზება აქვს
ნაურუს მთავრობა აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის აღიარების გაუქმებაზე განცხადებას ავრცელებს
ქობულეთში, ზღვაში კაცი დაიხრჩო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics