|
2020-06-20 16:40:04, 1453 ნახვა
საზოგადოება
თბილისის მერია დღევანდელი აქციის ორგანიზატორებს ტექნიკურის საკითხების ორაგანიზებაში დახმარებას სთავაზობს
თბილისის მერიის სამსახურები მზად არიან, აქციის მონაწილეებს ყველა ტექნიკური საკითხის ორგანიზებაში გაუწიონ დახმარება, - ამის შესახებ დედაქალაქის მერიის მუნიციპალური ინსპექციის უფროსმა ლევან ჯღარკავამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. ლევან ჯღარკავას განმარტებით, მას ჰქონდა რამდენიმე შეხვედრა აქციის ორგანიზატორებთან, სადაც კონკრეტულ დეტალებზე შეთანხმდნენ. მან ორგანიზატორებს ასევე, გააცნო უსაფრთხოების ის აუცილებელი წესები, რაც უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ კოვიდ19-თან დაკავშირებით არის განსაზღვრული. „დღევანდელი აქციის მონაწილეებმა თბილისის მერიას მიმართეს აქციის ჩატარებასთან დაკავშირებით. დედაქალაქის სამსახურები და კერძოდ, მუნიციპალური ინსპექცია მზად არის, გაუწიოს დახმარება ღონისძიების ჩატარების კუთხით ყველა ტექნიკურ საკითხში. მქონდა შეხვედრა ორგანიზატორებთან, სადაც დაფიქსირდა, რომ მათ სურთ რუსთაველის გამზირის გადაკეტვა 16:00 საათიდან. გზის გადაკეტვის შემდეგ, ჩვენ მათ დავეხმარებით ყველა საკითხში, რაშიც დახმარება დასჭირდებათ ", - განაცხადა ლევან ჯღარკავამ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევი და უკრაინის სხვა დიდი ქალაქები დაბომბა, დაიღუპა 7 ადამინი დაიჭრა 30
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)