|
2020-06-18 15:09:28, 1286 ნახვა
საზოგადოება
ზელიმხან ხანგოშვილი რუსეთის ხელისუფლების დაკვეთით მოკლეს - გერმანიის ოფიციალური დასკვნა
გერმანიის ფედერალურმა პროკურატურამ ბრალდება წარუდგინა ყოფილი ჩეჩენი საველე მეთაურის, 2019 წლის 23 აგვისტოს ბერლინის ცენტრში მოკლული საქართველოს მოქალაქე ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობაში ეჭვმიტანილს. როგორც უწყების ვებ-საიტზე განთავსებულ ინფორმაციაში წერია, ეჭვმიტანილმა ბოროტმოქმედება ჩაიდინა რუსეთის სამთავრობო ორგანოების დაკვეთით. ამასთანავე, როგორც 70 გვერდიან ბრალდებაში ვკითხულობთ, ფედერალური პროკურორი, მკვლელობაში პირდაპირ და ცალსახად, პუტინის რეჟიმს ადანაშაულებს. ტექსტში ნახსენებია, რომ ხანგოშვილი რუსეთის ფედერალური ჯარების წინააღმდეგ იბრძოდა ჩეჩენი სეპარატისტების მხარეს, 2008 წელს კი საქართველოში მეომრები შეკრიბა რუსეთის არმიის წინააღმდეგ საბრძოლველად სამხრეთ ოსეთში. გერმანიაში შიშობენ, რომ ამ ბრალდებით, გერმანია-რუსეთის ურთიერთობები მწვავე გამოცდისა და აფეთქების წინაშე დადგა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევი და უკრაინის სხვა დიდი ქალაქები დაბომბა, დაიღუპა 7 ადამინი დაიჭრა 30
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)