|
2020-06-18 12:22:41, 1162 ნახვა
პოლიტიკა
ტიკარაძე - ყველა უწყების ერთობლივმა ნაბიჯებმა მოგვცა საშუალება, რომ კოვიდ19-ის პირველი ტალღა გვემართა
ყველა უწყების ერთობლივმა ნაბიჯებმა ჩვენ მოგვცა იმის საშუალება, რომ პირველი ტალღა შევძელით და ვმართეთ, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ ჯანდაცვის სამინისტროს წლიური ანგარიშის წარდგენისას განაცხადა. მისი თქმით, ამ ეტაპზე გვაქვს პირველი ნაბიჯები იმისთვის, რათა გვქონდეს იმედი, რომ ქვეყანა კოვიდის გამოწვევას წარმატებულად გაართმევს თავს. „მოხარული ვარ, რომ მეძლევა შესაძლებლობა მოკლედ შევაჯამო ის ერთი წელი და განსაკუთრებით ის ხუთი თვე, რომელიც ჩვენ კოვიდ პანდემიის დაწყების შემდეგ გვქონდა და ამ ეტაპზე ჩვენ ნამდვილად გვაქვს პირველი ნაბიჯები იმისკენ, რომ გვქონდეს იმის იმედი, რომ წარმატებულად გავართმევთ თავს ამ გამოწვევას. ამ პერიოდის მანძილზე მნიშვნელოვანი იყო სისტემური მიდგომა და კოორდინაცია იმისთვის, რომ სასწრაფო გადაუდებელი დახმარების სისტემასა და დაავადებათა ეროვნულ ცენტს ერთობლივად უხარვეზოდ ეთანამშრომლა ჰოსპიტალურ სექტორთან. იმისათვის, რომ ჩვენს ექიმებს, სამედიცინო პერსონალს, ყველას ის საჭირო აღჭურვილობა ჰქონოდათ უზრუნველყოფილი, რომელიც საჭირო იყო მათი უსაფრთხო სამუშაო გარემოს შექმნისთვის. ყველა ეს ქმედითი ნაბიჯი ორგანიზებული იყო სამინისტროს მხრიდან და სამინისტროს ჰქონდა წარმატებული კოორდინაცია ყველა დანარჩენ უწყებასთან. ყველა უწყების ერთობლივმა ნაბიჯებმა ჩვენ მოგვცა იმის საშუალება, რომ პირველი ტალღა შევძელით და ვმართეთ“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.
ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრი ზელენსკის შეხვდა და მას „100%-იანი“ მხარდაჭერა გამოუცხადა
როგორც მოსკოვში - თეთრი ფურცლის დაჭერისთვის პოლიციამ აქტივისტი ნოდარი წიწარიშვილი დააკავა
საქართველოს ეროვნული ბანკი: ბანკები „თელასის“ ლარში მომსახურებას გააგრძელებენ
BOG-ის გზავნილების გათამაშება დაიწყო - მოიგე 1 000₾ ყოველდღე ან 10 000₾ სუპერპრიზი
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)