|
2020-06-16 12:46:53, 1443 ნახვა
პოლიტიკა
გრიგოლ ვაშაძე - ანტისახელმწიფოებრივი ხელისუფლების პირობებში, საქართველო პუტინის ტერორისტების თარეშის ველად გადაიქცა
ანტისახელმწიფოებრივი ხელისუფლების პიროებებში საქართველო რუსული სპეცსამსახურებისა და პუტინის ტერორისტების თარეშის ველად გადაიქცა, - ასე გამოეხმაურა „ნაციონალური მოძრაობის“ წვერი გრიგოლ ვაშაძე ჟურნალისტ გიორგი გახარიას ლიკვიდაციის საქმეს. მისი თქმით, შესაბამისი უწყებები იმის მაგივრად, რომ სახელმწიფოს უსაფრთხოებაზე ზრუნავდნენ, ოპოზიციის დევნითა და მიყურადებით არიან დაკავებულები და უსაფრთხოების სისტემა სრულად მოშლილია. „გუშინ ტელეკომპანია „მთავარის“ გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ გაასაჯაროვა ინფორმაცია, რომ კადიროვის დაკვეთით რუსეთის ფედერაციია მოქალაქე ვინმე ვ.ბ გეგმავდა ტელეკომპანიის ერთ-ერთი წამყვანისა და ჟურნალისტის გიორგი გაბუნიას ლიკვიდაციას. ძალიან მტკივნეულია ამის აღიარება, მაგრამ გივწევს, ანტისახელმწიფოებრივი ხელისუფლების პიროებებში საქართველო რუსული სპეცსამსახურებისა და პუტინის ტერორისტების თარეშის ველად გადაიქცა. შესაბამისი უწყებები იმის მაგივრად, რომ სახელმწიფოს უსაფრთხოებაზე ზრუნავდნენ, ოპოზიციის დევნითა და მიყურადებით არიან დაკავებულები და უსაფრთხოების სისტემა სრულად მოშლილია“, - განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ. შეგახსენებთ, რომ ტელეკომპანია „მთავარის“ გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ გუშინ გაასაჯაროვა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც რუსეთის მოქალაქე, ვასამბეკ ბოკოვი ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას ლიკვიდაციას გეგმავდა. მოგვიანებით სუს-მა ფაქტი დაადასტურა.
ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრი ზელენსკის შეხვდა და მას „100%-იანი“ მხარდაჭერა გამოუცხადა
როგორც მოსკოვში - თეთრი ფურცლის დაჭერისთვის პოლიციამ აქტივისტი ნოდარი წიწარიშვილი დააკავა
საქართველოს ეროვნული ბანკი: ბანკები „თელასის“ ლარში მომსახურებას გააგრძელებენ
BOG-ის გზავნილების გათამაშება დაიწყო - მოიგე 1 000₾ ყოველდღე ან 10 000₾ სუპერპრიზი
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)