07:12 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-08-27 13:20:30, 556 ნახვა

პოლიტიკა
სტოლტენბერგი: ჩვენ ვაორმაგებთ თანამშრომლობას

ნატო-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის განცხადებით, ნატო-საქართველო თანამშრომლიობას აორმაგებს. 
ამის შესახებ სტოლტენბერგმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა. 
სტოლტენბერგის თქმით, ნატო-საქართველოს ერთობლივი ცენტრის გახსნა დამატებით გააღრმავებს საქართველოს შეიარაღებული ძალების ბრძოლისუნარიანობას. 
"ჩვენი თანამშრომლობა უკვე რამდენიმე  წელს ითვლის. ჩვენ დახმარებას ვუწევთ საქართველოს შეიარაღებულ ძალებს,  რათა აამაღლოს თავისი კვალიფიკაცია იმისთვის, რომ მჭიდროდ ითანამშრომლოს ნატო-ს წევრ ქვეყნებთან, ვიდრე ამას აქამდე ვაკეთებდით. 
დღეს ჩვენ ვაორმაგებთ თანამშრომლობას. წვრთნისა და შეფასების ცენტრის გახსნა იქნება ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი, რომელიც დამატებით გააღრმავებს ჩვენს ძალზედ მჭიდრო თანამშრომლობას“,-განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პუტინს აცნობეს ბენზინის წარმოების სწრაფად გაზრდის შეუძლებლობის შესახებ
რუბიო: აშშ ირანისა და ლიბანის მოლაპარაკებებს ერთმანეთისგან მიჯნავს, თუმცა „ირანის ფაქტორს“ აღიარებს
ხოშტარიას მკურნალობაში მისი მკურნალი რევმატოლოგი ჩაერთვება და გასინჯავს
პუტინი გაგლოევს: ოსებს შეუძლიათ იამაყონ თავიანთი წინაპრებით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics