07:12 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-08-26 18:11:35, 522 ნახვა

პოლიტიკა
საქართველოში ოფიციალური ვიზიტით ნატოს გენერალური მდივანი იმყოფება

საქართველოში ოფიციალური ვიზიტით ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი იმყოფება. 
ხვალ, 10:25 საათზე, გმირთა მოედანზე, ალიანსის გენერალური მდივანი  და საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე პატივს მიაგებენ  საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ გმირთა ხსოვნას და გვირგვინით შეამკობენ დაღუპულ გმირთა მემორიალს. 
10:45 საათზე, საქართველოს თავდაცვის სამინისტროში, ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი საქართველოს თავდაცვის მინისტრს თინათინ ხიდაშელს შეხვდება. 
14:10 საათზე ეროვნულ სასწავლო ცენტრ „კრწანისის“ ტერიტორიაზე     ნატო-საქართველოს ერთობლივი წვრთნისა და შეფასების ცენტრის ინაუგურაცია გაიმართება. ალიანსის გენერალური მდივანი  საქართველოს შეიარაღებული ძალების იმ ასეულსაც შეხვდება, რომელიც ნატოს სწრაფი რეაგირების ძალებისთვის გადამზადდა. 
ცენტრის გახსნის შემდეგ, მედიის წარმომადგენლებისთვის კომენტარები გაკეთდება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პუტინს აცნობეს ბენზინის წარმოების სწრაფად გაზრდის შეუძლებლობის შესახებ
რუბიო: აშშ ირანისა და ლიბანის მოლაპარაკებებს ერთმანეთისგან მიჯნავს, თუმცა „ირანის ფაქტორს“ აღიარებს
ხოშტარიას მკურნალობაში მისი მკურნალი რევმატოლოგი ჩაერთვება და გასინჯავს
პუტინი გაგლოევს: ოსებს შეუძლიათ იამაყონ თავიანთი წინაპრებით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics