06:05 - 31 Jul, 2026
|
2020-06-09 17:51:47, 2050 ნახვა
საზოგადოება
მეხანძრე-მაშველებმა გომის მთაზე დაკარგული ახლგაზრდა მამაკაცი იპოვეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველებმა, ორდღიანი საძიებო სამუშაოების შემდეგ, დაკარგული მამაკაცი იპოვეს. ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს. უწყების ცნობით, საძიებო სამუშაოებში ჩართული იყო გურიის სამმართველოს ათკაციანი ჯგუფი. მათ სამაშველო დრონით ეხმარებოდნენ იმერეთის სამმართველოს მაშველები. „ახალგაზრდა მამაკაცი ხიდოს მთაზე, საზაფხულო საძოვრებზე, მიტოვებულ კარავში იპოვეს. ის თავს სუსტად გრძნობს, თუმცა მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ამ დროისთვის, მეხანძრე-მაშველებს ახალგაზრდა მამაკაცი საავტომობილო გზაზე ჩამოჰყავთ, საიდანაც მოხდება მისი სტაციონარში გადაყვანა“, - ნათქვამია უწყების განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევი და უკრაინის სხვა დიდი ქალაქები დაბომბა, დაიღუპა 7 ადამინი დაიჭრა 30
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)