|
2020-06-09 13:39:43, 1373 ნახვა
საზოგადოება
ფანასკერტელის ქუჩის რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს
საბურთალოს რაიონში, ფანასკერტელის ქუჩაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. ინფრასტრუქტურული პროექტის ფარგლებში, მოეწყობა საფეხმავლო ბილიკი და ჯამში, 15 000 კვ. მ ფართობზე ასფალტის ახალი საფარი დაიგება. ამ დროისთვის, ქუჩის ნაწილზე უკვე დაიგო ასფალტის საფარის ქვედა ფენა. სარეაბილიტაციო სამუშაოებს საბურთალოს რაიონის გამგებელი გაიოზ ვასაძე გაეცნო. „ეს ერთ-ერთი დატვირთული ქუჩაა ავტომობილების გადაადგილების კუთხით, რომელიც დაზიანებული იყო. სწორედ ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია ფანასკერტელის ქუჩის მოწესრიგება. უახლოეს მომავალში, აღნიშნულ ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსახლეობისთვის და ტრანსპორტისთვის გადაადგილება კომფორტული გახდება“, - განაცხადა გაიოზ ვასაძემ. პროექტის განსახორციელებლად საბურთალოს გამგეობის ბიუჯეტიდან 350 000 ლარია გამოყოფილი. სამუშაოებს კი, კომპანია „ლ. ენდ ლ“ ასრულებს.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევი და უკრაინის სხვა დიდი ქალაქები დაბომბა, დაიღუპა 7 ადამინი დაიჭრა 30
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)