|
2020-06-01 16:44:55, 1368 ნახვა
პოლიტიკა
თალაკვაძე - წესების ისეთ პაკეტს შევიმუშავებთ, რომელიც საარჩევნო აქტივობას არ შეზღუდავს და არჩვენების დღეს ვირუსისგან დაცულს გახდის
პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის განცხადებით, ხელისუფლება უკვე მუშაობს უსაფრთხოების იმ აუცილებელ წესებსა და რეკომენდაციებზე, რომელიც საარჩევნო პროცესში იქნება შესასრულებელი. როგორც მან ბიუროს სხდომაზე განაცხადა, ხელისუფლება შეიმუშავებს წესების ისეთ პაკეტს, რომელიც არ შეზღუდავს საარჩევნო აქტივობას და პოლიტიკური პარტიების მხრიდან კამპანიის ჩატარებას. „ხელისუფლება, უკვე მუშაობს უსაფრთხოების იმ აუცილებელ წესებსა და რეკომენდაციებზე, რომელიც საარჩევნო პროცესში იქნება შესასრულებელი, იქნება სავალდებულო და იქნება რეკომენდირებული. ეს შეეხება როგორც საარჩევნო კამპანიას, ასევე შეეხება არჩევნების დღეს და ჩვენ ვმუშაობთ ისეთ ცვლილებებზე, რომლებიც, რა თქმა უნდა, იქნება წინასწარ ცნობილი ოპოზიციისთვის, პოლიტიკური ჯგუფებისთვის. ჩვენ მაქსიმალურად შევიმუშავებთ წესების ისეთ პაკეტს, რომელიც არ შეზღუდავს საარჩევნო აქტივობას, არ შეუზღუდავს პოლიტიკურ პარტიებს კამპანიის ჩატარებას, მაგრამ ამავე დროს, კამპანიასა და არჩვენების დღეს გახდის ბევრად უფრო დაცულს ვირუსის გადადების თვალსაზრისით. ეს არის საერთაშორისო რეკომენდაციებიც და ეს არის ის, რაზეც ჩვენ მუშაობა დაწყებული გვაქვს“,- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
საქართველოს ეროვნული ბანკი: ბანკები „თელასის“ ლარში მომსახურებას გააგრძელებენ
BOG-ის გზავნილების გათამაშება დაიწყო - მოიგე 1 000₾ ყოველდღე ან 10 000₾ სუპერპრიზი
TBC შეთავაზება ბიზნესებს - სალარო აპარატი და POS ტერმინალი ერთ მოწყობილობაში, უფასოდ
საია: სადამსჯელო რაზმების შექმნა აზრისა და გამოხატვის ჩახშობის ტენდენციის გაგრძელებაა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)