20:55 - 27 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-05-27 14:10:06, 1399 ნახვა

პოლიტიკა
გახარია - საქართველოში არ ყოფილა კარანტინის ისეთი დონე, როგორიც ევროპის სხვა ქვეყნებში, 65 ათასი კომპანია მუშაობას აგრძელებდა

პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, - საქართველოში არ ყოფილა კარანტინის ისეთი დონე, როგორიც ევროპის სხვა ქვეყნებში.

როგორც მან აღნიშნა, კარანტინის პერიოდში ქვეყანაში 65 ათასი კომპანია მუშაობას აგრძელებდა და შენარჩუნებული იყო ათობით ათასი სამუშაო ადგილი.

„ყველამ შესაძლოა არ იცის, მაგრამ ქვეყანაში არ გაჩერებულა სოფლის მეურნეობის არც ერთი საწარმო, არც ერთი სისტემური ინფრასტრუქტურული პროექტი, არ გაჩერებულა არც ერთი სისტემური ინდუსტრიული კომპანია.

ქვეყანაში დაახლოებით, 65 ათასი კომპანია აგრძელებდა მუშაობას, რაც იყო ათობით ათასი სამუშაო ადგილი. ეს ყველაფერი კეთდებოდა კონტროლის ქვეშ და ვერ დაასახელებთ ვერც ერთ შემთხვევას, როდესაც ეს საწარმოები ან სამუშაო ადგილები გამხდარიყო ინფექციის გავრცელების წყარო. იმიტომ რომ ჩვენ ამას ვაკეთებდით ეტაპობრივად, აბსოლუტურად პრაგმატულად. მაგალითად, იყო რამდენიმე ინდუსტრიული ქალაქი, რომელიც იმისთვის კი არ გვქონდა გადაკეტილი, რომ იქიდან ინფექცია არ გამოსულიყო, არამედ იმისთვის, რომ იქ ლოკალიზებული გვყავდა ადგილობრივი მუშახელი და რომ იქ ინფექცია არ შესულიყო.

ამიტომ, როდესაც ვსაუბრობთ ეკონომიკის გაჩერებაზე, საქართველოში არ ყოფილა კარანტინის ისეთი დონე, რომელიც იყო ევროპის უმრავლეს ქვეყანაში. საქართველოში არც ერთი დღე არ ყოფილა მოქალაქისთვის სახლიდან გამოსვლაზე შეზღუდვა და მიუხედავად ამისა, ჩვენ შევძელით, რომ კონტროლის ქვეშ გვაქვს ეპიდემია“, - განაცხადა გიორგი  გახარიამ.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
წილოსანი ტიტუშკების დაორგანიზებაზე - მოძრაობას საჯაროდ აქვს დაანონსებული, რომ მყისიერი რეაგირება ექნებათ, ამიტომ ყველამ გააკონტროლოს თავი
იურისტი - იდეოლოგიური ნიშნით ადამიანების დევნის მიზნის მქონე ორგანიზაციის შექმნა ხელისუფლებასთან დაახლოებული პირთა ჯგუფის მიერ არის არამხოლოდ მძიმე სამართლებრივი, არამედ, პოლიტიკური განაცხადიც
ევროკავშირმა შესაძლოა რუსეთის წინააღმდეგ მასშტაბური სანქციების დაწესებაზე უარი თქვას
სოფელ პერევის მიმდებარედ რუსი ოკუპანტების მიერ გატაცებული მოქალაქე თავისუფალია – სუს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics