|
2020-05-21 14:27:49, 1331 ნახვა
პოლიტიკა
ჩიქოვანი - სახელმწიფომ, პოლიტიკურმა გუნდმა და საზოგადოებამ შევძელით Covid-19-ის შეჩერება, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ბრძოლა დასრულებულია
სახელმწიფომ, ხელისუფლებამ, პოლიტიკურმა გუნდმა და საზოგადოებამ შევძელით Covid-19-ის შეჩერება, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ბრძოლა დასრულებულია, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა, პრემიერის პრესსპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა. მისივე თქმით, იმ შეზღუდვების პერიოდი, რომელიც საგანგებო მდგომარეობის შემდეგ დარჩება ძალაში ქვეყანაში არსებულ ეპიდემიოლოგიურ ვითარებაზეა დამოკიდებული. „მოგვიწევს ახალ რეალობაში ცხოვრება, რამაც უნდა მოგვცეს საშუალება, რომ ვადაპტირდეთ ამ რეალობაში. არის შეზღუდვები ისეთი, როგორიცაა სოციალური დისტანცია, არის ახალი რეგულაციები, რომლებიც დაკავშირებულია კონკრეტული ბიზნესების წარმოებისათვის, სპეციალური რეგულაციების დაცვა, თუნდაც მაგალითისთვის პირბადეები, სპეციალური სამუშაო წესები და ა.შ. ასევე, ვფიქრობთ, მაქსიმალურად შევზღუდოთ ის პერიოდი რა პერიოდიც დაგვჭირდება იმისთვის, რომ შეზღუდვები დარჩეს ძალაში, თუმცა ეს ყველაფერი დამოკიდებული იქნება ეპიდემიოლოგიურ ვითარებაზე", - აღნიშნა ირაკლი ჩიქოვანმა.
წილოსანი ტიტუშკების დაორგანიზებაზე - მოძრაობას საჯაროდ აქვს დაანონსებული, რომ მყისიერი რეაგირება ექნებათ, ამიტომ ყველამ გააკონტროლოს თავი
იურისტი - იდეოლოგიური ნიშნით ადამიანების დევნის მიზნის მქონე ორგანიზაციის შექმნა ხელისუფლებასთან დაახლოებული პირთა ჯგუფის მიერ არის არამხოლოდ მძიმე სამართლებრივი, არამედ, პოლიტიკური განაცხადიც
ევროკავშირმა შესაძლოა რუსეთის წინააღმდეგ მასშტაბური სანქციების დაწესებაზე უარი თქვას
სოფელ პერევის მიმდებარედ რუსი ოკუპანტების მიერ გატაცებული მოქალაქე თავისუფალია – სუს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)