|
2020-05-20 16:34:27, 1265 ნახვა
პოლიტიკა
თბილისის მერმა 27 ოჯახს საკუთრების დამადასტურებელი მოწმობები გადასცა
დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ სამგორის რაიონში მცხოვრებ 27 ოჯახს საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტები გადასცა. საცხოვრებელი ფართები მათ 15-წლიანი ლოდინის შემდეგ, სიმბოლურ ფასად დაუკანონდათ. თბილისის მერმა აღნიშნულ ოჯახებს მიულოცა და განაცხადა, რომ პროგრამა მომავალშიც გაგრძელდება. „დღეს სამგორის რაიონში მცხოვრებ 27 ოჯახს სიმბოლურ ფასად - ერთ ლარად გადავეცით საცხოვრებელი ფართები. ეს ის ბინებია, სადაც ეს ადამიანები წლების განმავლობაში ცხოვრობდნენ და გარკვეული მიზეზების გამო, მათ დაკანონებას ვერ ახერხებდნენ. ჯერ კიდევ წინასაარჩევნო პერიოდში, მოსახლეობას დაპირება მივეცი, რომ ყველა იმ ოჯახისა და ადამიანისთვის, ვისაც ანალოგიური პრობლემა აწუხებს, შევქმნიდით პროგრამას, რომლის მეშვეობითაც, აღნიშნულ საკითხს მოვაგვარებდით. მართლაც, კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა დავიწყეთ და ამ პროგრამით უკვე 900-მდე ოჯახმა ისარგებლა. ჩვენ ამაზე არ ვჩერდებით და ყველამ, ვისაც ეს პრობლემა აწუხებს, აუცილებლად უნდა მიმართოს თავისივე რაიონის გამგეობას, სადაც ფართების დაკანონებისთვის საჭირო პროცედურებს ზედმიწევნით აუხსნიან“, - განაცხადა კახა კალაძემ. თბილისის მერის ინიციატივით, იმ მოქალქეებს, რომლებსაც წლების განმავლობაში საცხოვრებელი ფართების დაკანონების პრობლემა აწუხებდათ, ფართები სიმბოლურ ფასად, ერთ ლარად გადაეცემათ. პროექტის ფარგლებში, საცხოვრებელი ფართები უკვე 900-მდე ოჯახს დაუკანონდა. მუნიციპალიტეტის მერიაში დაკანონების მსურველთა ასობით განაცხადია შემოსული, რომელთა განხილვა და დაკმაყოფილება ეტაპობრივად მიმდინარეობს. შეხვედრაზე თბილისის მერთან ერთად, სამგორის რაიონის გამგებელი კახა სამხარაძე და ქონების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი ირაკლი თავართქილაძე იმყოფებოდნენ.
წილოსანი ტიტუშკების დაორგანიზებაზე - მოძრაობას საჯაროდ აქვს დაანონსებული, რომ მყისიერი რეაგირება ექნებათ, ამიტომ ყველამ გააკონტროლოს თავი
იურისტი - იდეოლოგიური ნიშნით ადამიანების დევნის მიზნის მქონე ორგანიზაციის შექმნა ხელისუფლებასთან დაახლოებული პირთა ჯგუფის მიერ არის არამხოლოდ მძიმე სამართლებრივი, არამედ, პოლიტიკური განაცხადიც
ევროკავშირმა შესაძლოა რუსეთის წინააღმდეგ მასშტაბური სანქციების დაწესებაზე უარი თქვას
სოფელ პერევის მიმდებარედ რუსი ოკუპანტების მიერ გატაცებული მოქალაქე თავისუფალია – სუს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)