|
2020-05-19 16:57:24, 1544 ნახვა
საზოგადოება
ზაჰესში N50 ბაგა-ბაღის ავარიული შენობის დემონტაჟი მიმდინარეობს
თბილისში, გლდანის რაიონში მდებარე N50 საბავშვო ბაგა-ბაღის ავარიული შენობის დემონტაჟი მიმდინარეობს. შესაბამის სამუშაოებს თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი კახაბერ გვანცელაძე გლდანის რაიონის გამგებელ ბექა მიქაუტაძესთან და მაჟორიტარ დეპუტატ შალვა ოგბაიძესთან ერთად გაეცნო. ასევე, დემონტაჟის მწარმოებელი კომპანიის წარმომადგენლებს პროექტის მიმდინარეობაზე გაესაუბრა. „მიმდინარე წელს ინტენსიურად დავიწყეთ ავარიული შენობების დემონტაჟი. ამჟამად, ქალაქის მასშტაბით, ხუთი ავარიული შენობის დემონტაჟი მიმდინარეობს, რომელთა ნაცვლად, მომავალ წელს ახალი, თანამედროვე სტანდარტების ბაღების მშენებლობა დაიწყება და ალტერნატიულ ფართებში გადანაწილებული ბაღების კონტინგენტი კეთილმოწყობილ და უსაფრთხო გარემოში დაბრუნდება,“ - განმარტა კახაბერ გვანცელაძემ. პროექტს საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო დედაქალაქის ქონების მართვის სააგენტოსთან ერთად ახორციელებს, რომელმაც დემონტაჟის მსურველი კომპანია აუქციონის გზით გამოავლინა. კომპანიას ტერიტორიის გასუფთავებისათვის ვადა ივნისის შუა რიცხვებამდე აქვს. დემონტაჟის შედეგად ბიუჯეტში 17 000-მდე ლარი შევა.
კოალიცია ცვლილებისთვის და სტრატეგია აღმაშენებელი იწყებენ კამპანიას - ემიგრანტის ხმა
კალაძე ადასტურებს, რომ რეჟიმი ტრადიციების დასაცავად საკანონმდებლო რეგულაციების გამკაცრებას გეგმავს
ეროვნული ბანკი აფრთხილებს, რომ ქვეყანაში ფინანსური პირამიდები გამოჩდნენ და ხალხის ფულს იზიდავენ
კუპრაძე ელისაშვილის წინააღმდეგ წაყენებულ ახალ ბრალდებებზე: ეს არ არის სამართლებრივი, არამედ პოლიტიკური სასამართლო პროცესია
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკი: რუსეთმა უკრაინა ჩრდილოეთ კორეული რაკეტით დაბომბა
რუსეთმა კიევი და უკრაინის სხვა დიდი ქალაქები დაბომბა, დაიღუპა 7 ადამინი დაიჭრა 30
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)