14:51 - 31 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-05-16 11:17:18, 1460 ნახვა

საზოგადოება
ნესტან-დარეჯანის ქუჩაზე გზის რეაბილიტაცია სრულდება

საბურთალოს რაიონში, ნესტან-დარეჯანის ქუჩის და მიმდებარე ტერიტორიების მოწესრიგება სრულდება.

ინფრასტრუქტურული სამუშაოების ფარგლებში, ჯამში, 11 864 კვ.მ ფართობზე გრუნტის გზის ნაცვლად, ასფალტის ორფენიანი საფარი დაიგება. ასევე, მოეწყო  556 გრძივ მეტრზე სანიაღვრე ქსელი და დიდ დიღომსა და სოფელ დიღომს შორის დამაკავშირებელი ახალი ხიდი.

მიმდინარე პროცესს საბურთალოს რაიონის გამგებელი გაიოზ ვასაძე და საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი ავთანდილ ცინცაძე  გაეცნენ.

„დიდ დიღომში, მასშტაბურ პროექტს ვახორციელებთ. ეს არის ნესტან- დარეჯანის ქუჩა, რომელიც დიდ დიღომსა და სოფელ დიღომს აკავშირებს. აღნიშნული პროექტის ფარგლებში, მიმდებარე ტერიტორიებიც მოვაწესრიგეთ და სოფელ დიღომთან ახალი დამაკავშირებელი ხიდი მოვაწყვეთ, რაც მოსახლეობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. პროექტის დასრულებს შემდეგ, როგორც ქუჩის მცხოვრებლები, ასევე დიდი დიღმის და სოფელ დიღმის მოსახლეობაც კომფორტულად შეძლებს გადაადგილებას“ , - განაცხადა საბურთალოს გამგებელმა.

სამუშაოებს გამგეობის დაკვეთით, შპს „ლ. ენდ ლ“ აწარმოებს. აღნიშნული პროექტებისთვის კი ბიუჯეტიდან 1 005 940 ლარია გამოყოფილი.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
სარჯველაძე: გაფორმდა ხელშეკრულება დიუშენის მედიკამენტ ჯივინოსტატის შეძენის შესახებ
კოალიცია ცვლილებისთვის და სტრატეგია აღმაშენებელი იწყებენ კამპანიას - ემიგრანტის ხმა
კალაძე ადასტურებს, რომ რეჟიმი ტრადიციების დასაცავად საკანონმდებლო რეგულაციების გამკაცრებას გეგმავს
ეროვნული ბანკი აფრთხილებს, რომ ქვეყანაში ფინანსური პირამიდები გამოჩდნენ და ხალხის ფულს იზიდავენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics