|
2020-05-16 09:41:30, 1905 ნახვა
პოლიტიკა
სენატორები რიში და შაჰინი - ველოდებით საარჩევნო რეფორმის გატარებასა და გიორგი რურუას გათავისუფლებას
აშშ-ს სენატორებმა ჯიმ რიშმა და სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ჯეინ შაჰინმა გაავრცელეს განცხადება მას შემდეგ, რაც საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა გამოაცხადა ორი პოლიტპატიმრის განთავისუფლების შესახებ განკარგულება. ასევე მათ განცხადებაში ნათქვამია, რომ ელიან საარჩევნო რეფორმის გატარებასა და გიორგი რურუას გათავისუფლებას. „ჩვენ მივესალმებით ბატონი ოქრუაშვილისა და ბატონი უგულავას შეწყალებას და იმას, რომ გაათავისუფლეს. ეს არის მნიშვნელოვანი ნაბიჯი 8 მარტის შეთანხმების იმპლემენტაციაში, რომელიც შეცვლის საქართველოს საარჩევნო სისტემას და შეწყვეტს პოლიტიკურ ჩარევას სასამართლო სისტემაში. დღევანდელი გამოცემები მძლავრ სიგნალს უგზავნის ყველა მათ, ვინც იმუშავა და ხელი მოაწერა შეთანხმებას, რომ შესაძლებელია და მიღწეული იქნება პროგრესი. ჩვენ მოუთმენლად ველით საარჩევნო სისტემაში შეთანხმებულ ცვლილებებს, როდესაც მომდევნო კვირებში საქართველოს პარლამენტი დაბრუნდება მუშაობას, ასევე ბატონი გიორგი რურუას, მედიის მფლობელის განთავისუფლებას, რომელიც დეკემბერში დააპატიმრეს“, - წერს სენატორი რიში "ტვიტერზე"
სოფელ პერევის მიმდებარედ რუსი ოკუპანტების მიერ გატაცებული მოქალაქე თავისუფალია – სუს
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით "ჯეოკეპმა" ახალი საწარმო გახსნა
CashBack-ის და Mastercard-ის შეთავაზება ICR Home-ის მაღაზიებში
„ოცნების“ დეპუტატი მიესალმება MMA-ს მებრძოლის მიერ ღირებულებების დასაცავად მოძრაობის შექმნას
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)