|
2020-05-15 14:45:26, 1457 ნახვა
საზოგადოება
„ბილაინის“ მაღაზიები უსაფრთხოების ზომების სრული დაცვით 18 მაისს იხსნება
საერთაშორისო ჯგუფ ვიონის წევრი, „ბილაინი“ 18 მაისიდან მაღაზიების ეტაპობრივ გახსნას იწყებს და უსაფრთხოების ყველა ზომის დაცვით მოემსახურება აბონენტებს. ბილაინის 28 მაღაზიიდან პირველ ეტაპზე 23 გაიხსნება, მარნეულის მაღაზიის გახსნა დაგეგმილია 25 მაისს, „თბილისი მოლის“ - 8 ივნისს, აეროპორტების კი - საჰაერო მიმოსვლის აღდგენისთანავე. მაღაზიების ძირითადი ნაწილი იმუშავებს ყოველდღე 9:00-დან 18:00 საათამდე და მაღაზიებში დაცული იქნება COVID-19-თან დაკავშირებული ყველა რეკომენდაცია, რომელიც აუცილებელია უსაფრთხო გარემოს შესაქმნელად როგორც აბონენტებისთვის, ისე თანამშრომლებისთვის. ამასთანავე, ბილაინის ყველა მომსახურება და პროდუქტი რჩება მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომი ონლაინ, აპლიკაციის, ვებგვერდის, ონლაინ ჩატისა და სატელეფონო ცენტრის მეშვეობით. ბილაინის სიმბარათების შეძენაც, კომპანიის მაღაზიების გარდა, შესაძლებელია ბილაინის თვითმომსახურების ტერმინალებით და საქართველოს ფოსტის 81 სერვისცენტრში. ბილაინმა COVID-19-ის აღმოჩენისთანავე დაიწყო პრევენციული ზომების გატარება და უსაფრთხოების მიზნით ერთ-ერთმა პირველმა დახურა მაღაზიები თბილისის, ქუთაისისა და ბათუმის აეროპორტებში, მოგვიანებით კი - მთელ საქართველოში.
მერია: 2 აგვისტოდან 10 დღით გიორგი ლეონიძის ქუჩის ნაწილზე მოძრაობა შეიზღუდება
ჰამასი დათანხმდა განიარაღების შეთანხმებას, რომელიც ღაზადან ისრაელის ჯარების გაყვანას მოიცავს
სარჯველაძე: გაფორმდა ხელშეკრულება დიუშენის მედიკამენტ ჯივინოსტატის შეძენის შესახებ
კოალიცია ცვლილებისთვის და სტრატეგია აღმაშენებელი იწყებენ კამპანიას - ემიგრანტის ხმა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკი: რუსეთმა უკრაინა ჩრდილოეთ კორეული რაკეტით დაბომბა
რუსეთმა კიევი და უკრაინის სხვა დიდი ქალაქები დაბომბა, დაიღუპა 7 ადამინი დაიჭრა 30
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)