|
2020-05-15 12:37:12, 1298 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი აბესაძე - თუ პოლიტპატიმრები გვეყოლება, ვერანაირი საკანონმდებლო ჩარჩო ვერ უზრუნველყოფს ქვეყანაში სამართლიანი არჩევნების ჩატარებას
თუ პოლიტპატიმრები გვეყოლება, ვერანაირი საკანონმდებლო ჩარჩო ვერ უზრუნველყოფს ქვეყანაში სამართლიანი არჩევნების ჩატარებას, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა ირაკლი აბესაძემ განაცხადა. მისი თქმით, არავის სჯერა, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები თავის დროზე ხუნდაძემ და ბერაიამ ჩააგდეს. „თუკი ჩვენ გვეყოლება პოლიტიკური პატიმრები, თუკი ხელისუფლება გააგრძელებს პოლიტიკური ოპონენტების სასამართლო სისტემის დანაშაულებრივი გამოყენებით დევნას, რა თქმა უნდა, ვერანაირი საკანონმდებლო ჩარჩო ვერ უზრუნველყოფს ქვეყანაში სამართლიანი არჩევნების ჩატარებას. ამიტომ, ივანიშვილს დღეს ძალიან კარგად ესმის და არავინ დაიჯერებს ოპოზიციაზე საკონსტიტუციო ცვლილებების ჩაგდების დაბრალებას ისევე, როგორც არავის სჯერა ქვეყნის შიგნით და არც ქვეყნის გარეთ, რომ თავის დროზე ბერაიამ და ხუნდაძემ ჩააგდეს საკონსტიტუციო ცვლილებები, რომლის განხორციელების პირობა ივანიშვილმა მისცა როგორც ქართულ საზოგადოებას, ასევე საერთაშორისო საზოგადოებას“, - განაცხადა ირაკლი აბესაძემ.
სოფელ პერევის მიმდებარედ რუსი ოკუპანტების მიერ გატაცებული მოქალაქე თავისუფალია – სუს
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით "ჯეოკეპმა" ახალი საწარმო გახსნა
CashBack-ის და Mastercard-ის შეთავაზება ICR Home-ის მაღაზიებში
„ოცნების“ დეპუტატი მიესალმება MMA-ს მებრძოლის მიერ ღირებულებების დასაცავად მოძრაობის შექმნას
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)