15:43 - 31 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-05-15 11:45:24, 1365 ნახვა

საზოგადოება
„თეგეტა მოტორსი“ ქართველი ექიმებისთვის

„თეგეტა მოტორსი“ აგრძელებს კამპანიას  #თეგეტაექიმებთანერთად, რომლის ფარგლებშიც COVID-19 ვირუსის წინააღმდეგ მებრძოლ „პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის“ ექიმებს, უსასყიდლოდ გადასცა 500 ცალი სამედიცინო დანიშნულების სპეციალური კომბინიზონი და სამ შრიანი პირბადეები.

#თეგეტაექიმებთანერთად სწორედ დღევანდელი ვითარების უმნიშვნელოვანესი საკითხის გამოძახილია - ასე აფასებენ კომპანიაში.

ამასთანავე თეგეტა მოტორსი საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების დღიდან უზრუნველყოფს „რიჩარდ ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანდაცვის კვლევითი ცენტრის“, „თბილისის ინფექციური საავადმყოფოს“ და „აკადემიკოს ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკის“ იმუნოლოგების, ექიმების, ექთნების და სანიტრების ტრანსპორტირებას სამსახურამდე და შემდეგ სახლებში, ამ ფორმით დახმარება ძალიან მნიშვნელოვანია, ვინაიდან აღნიშნული პერსონალის დიდი ნაწილი არ ცხოვრობს დედაქალაქში და მათი ტრანსპორტირება ხდება თბილისის შემოგარენი რაიონებიდან.

ყველა მძღოლი სრულად არის ეკიპირებული და დაცული ვირუსის გადადების შემთხვევისაგან, მათ აცვიათ სპეციალური კომბინიზონები, ხელთათმანები, უკეთიათ სათვალე და პირბადე, ასევე მუდმივად კეთდება აღნიშნული ავტომობილების სრული დეზინფექცია.





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
მერია: 2 აგვისტოდან 10 დღით გიორგი ლეონიძის ქუჩის ნაწილზე მოძრაობა შეიზღუდება
ჰამასი დათანხმდა განიარაღების შეთანხმებას, რომელიც ღაზადან ისრაელის ჯარების გაყვანას მოიცავს
სარჯველაძე: გაფორმდა ხელშეკრულება დიუშენის მედიკამენტ ჯივინოსტატის შეძენის შესახებ
კოალიცია ცვლილებისთვის და სტრატეგია აღმაშენებელი იწყებენ კამპანიას - ემიგრანტის ხმა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics