|
2020-05-14 12:37:03, 1358 ნახვა
პოლიტიკა
„ნაციონალური მოძრაობა“ ხელისუფლებას 18 წლის ზემოთ მყოფ მოქალაქეებზე 1000-ლარიანი, ხოლო ბავშვებზე 500-ლარიანი ფულადი დახმარებისკენ მოუწოდებს
„ნაციონალური მოძრაობა“ ხელისუფლებას 18 წლის ზემოთ მყოფ მოქალაქეებზე 1000-ლარიანი, ხოლო ბავშვებზე 500-ლარიანი ფულადი დახმარებისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ პარტიის ლიდერმა, ნიკა მელიამ სოციალურ-ეკონომიკური გეგმის წარდგენისას განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, ეს არის სწრაფი და სამართლიანი მხარდაჭერის გეგმა საქართველოს მოქალაქეებისთვის. „ჩვენ ვიმუშავეთ ჩვენს კოლეგებთან ერთად, რეფორმების გუნდთან ერთად და ერთადერთ სწორ გამოსავლად მიგვაჩნია, რომელიც აუცილებლად უნდა იქნეს გაკეთებული და რაც გაკეთდა უამრავ სახელმწიფოში და არც თუ მდიდარ სახელმწიფოებში, ეს არის სწრაფი, სამართლიანი მხარდაჭერის გეგმა. ყველა მოქალაქეს 18 წლის ზემოთ 1000 ლარი, გარდა იმ მოქალაქეებისა, ვისაც შემოსავალი აქვს 40 000 ლარიდან ზემოთ ანუ მდიდრების გარდა, ყველა ბავშვს 500 ლარი. ეს არის ერთადერთი გამოსავალი, რადგან თებერვალი გავიდა როდესაც კრიზისმა იფეთქა, მოვიდა მარტი, აპრილი, მაისი სრულდება, ზაფხულში შევდივართ და ჯერ არაფერი არ არის. ვირუსამდე ვიცოდით, რომ მოსახლეობის 50% ამ მდგომარეობას ისედაც ვალით შეხვდა. კეთილი ინებეთ ხელისუფლებამ, ეს არის მისხალ-მისხალ დათვლილი პროგრამა თუ როგორ და რანაირად უნდა გავუმართოთ ხელი საკუთარ ხალხს. ამიტომ, სწრაფი ფულადი დახმარება ყველას და თუ ამის შესაძლებლობა თქვენ არა გაქვთ, კეთილი ინებეთ და დატოვეთ ის სამუშაო ოთახები და გამოდით სანამ დრო არის. თქვენი ერთადერთი ამოცანა ამ ხალხის დახმარებააა და თუ ვერ ეხმარებით, გამოდით და სხვა დაეხმარება“, - განაცხადა ნიკა მელიამ.
„ოცნების“ დეპუტატი მიესალმება MMA-ს მებრძოლის მიერ ღირებულებების დასაცავად მოძრაობის შექმნას
გვარამია: MMA მებრძოლის ინიციატივამ შესაძლოა ლინჩის წესით გასამართლება გამოიწვიოს
ივანიშვილის რეჟიმის მხარდამჭერი MMA-ს მებრძოლი ქართული ტრადიციებისა და ღირებულებების დასაცავად მოძრაობას ქმნის
TI: „ოცნებამ“ ჟურნალისტების პარლამენტში აკრედიტაცია ზეწოლის ბერკეტად აქცია
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)