|
2020-05-13 20:09:53, 1514 ნახვა
საზოგადოება
იმნაძე - ამ ეტაპზე არ ველოდებით, რომ სექტემბერში სასწავლო პროცესი ვერ განახლდება
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, ამ ეტაპზე არ არსებობს იმის მოლოდინი, რომ სასწავლო პროცესი სექტემბერში ვერ განახლდეს. როგორც იმნაძემ აღნიშნა, თუ კორონავირუსის ვაქცინა არ იქნება, დიდია იმის ალბათობა, რომ ზამთარში კორონავირუსი ისევ შემობრუნდეს. „არ ველოდებით, რომ სექტემბერში შესაძლოა, სწავლა ვერ განახლდეს. იმედი გვაქვს, რომ ზაფხული და შემოდგომის დასაწყისი კორონავირუსთან დაკავშირებით შედარებით სიმშვიდისა და სიწყნარის პერიოდი იქნება. თუმცა, ვიცი, რომ ძალიან დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია, როდესაც რამდენჯერმე აღვნიშნეთ და სამწუხაროდ, ასეთია მსოფლიო მეცნიერების პროგნოზი, რომ კორონავირუსის გაქრობის იმედი არ უნდა გვქონდეს და თუ ეფექტიანი ანტივირუსული საშუალება არ გვექნება მომავალი ზამთრისთვის, თუ არ გვექნება ვაქცინა, რომელიც ნაკლებად მოსალოდნელია, რომ ზამთრისთვის დედამიწის მოსახლეობისთვის იყოს, რა თქმა უნდა, დიდი ალბათობა არის იმის, რომ ზამთარში კორონავირუსი ისევ მოტრიალდება. ამისთვის მზად უნდა ვიყოთ. ჩვენ მზად უნდა ვიყოთ ცუდი სცენარისთვის, რადგან ყოველთვის სჯობს მზად იყო, ვიდრე მოუმზადებელი დახვდე საფრთხეს,“- განაცხადა იმნაძემ.
„ყველაზე დიდი ქომაგი“ - საქართველოს ბანკმა და UNFPA-მ მამებისა და შვილების ურთიერთობაზე საჯარო შეხვედრა გამართეს
ლეკო ელისაშვილს ახალი ბრალი წაუყენეს - პოლიციელის მიმართ სიტყვა „არაკაცის“ გამოყენების გამო
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
სანჩესმა სეუტაში მიგრანტების შემოდინება ტერიტორიული მთლიანობის დარღვევად შეაფასა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკი: რუსეთმა უკრაინა ჩრდილოეთ კორეული რაკეტით დაბომბა
რუსეთმა კიევი და უკრაინის სხვა დიდი ქალაქები დაბომბა, დაიღუპა 7 ადამინი დაიჭრა 30
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)