|
2020-05-13 19:56:21, 1467 ნახვა
საზოგადოება
ხათუნა ზახაშვილი - თუ ეპიდსიტუაცია მოგვცემს საშუალებას, კერძო ავტომობილებში მძღოლის გარდა დამატებით ორზე მეტი მგზავრი უნდა დაიშვას
თუ ეპიდსიტუაცია მოგვცემს საშუალებას, კერძო ავტომობილებში უნდა დაიშვას, რომ მძღოლის გარდა დამატებით ორზე მეტი მგზავრის განთავსება იყოს შესაძლებელი, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ხათუნა ზახაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, შეზღუდვა ტაქსების შემთხვევაში, რაც მძღოლის გარდა ორი ადამიანის გადაადგილებას გულისხმობს, გაცილებით დიდხანს იქნება შენარჩუნებული. „ეს რეკომენდაციათა ის სახეობაა, რომელიც გადაადგილების გარკვეულ შემცირებას უზრუნველყოფს. ეს სახეობა გამოიყენება არამარტო საქართველოში, არამედ ბევრგან და უპირველეს ყოვლისა ასოცირებულია ტაქსების გადაადგილებისას გარკვეულ შეზღუდვებთან, რაც ნიშნავს, რომ მძღოლის გვერდით არავინ არ უნდა იჯდეს. მოხსნა ამ შეზღუდვებისა უნდა მოხდეს ეპიდსიტუაციის გათვალისწინებით. თუკი ეპიდსიტუაცია მოგვცემს საშუალებას, პირველ რიგში, კერძო ავტომობილებში უნდა დაიშვას, რომ მძღოლის გარდა დამატებით ორზე მეტი მგზავრის განთავსება იყოს შესაძლებელი. თუმცა ტაქსების შემთხვევაში შეეზღუდვა, რაც მძღოლის გარდა ორი ადამიანის გადაადგილებას გულისხმობს, ისიც უკანა სავარძელზე, გაცილებით ხანგრძლივად იქნება შენარჩუნებული“, - განაცხადა ხათუნა ზახაშვილმა.
„ყველაზე დიდი ქომაგი“ - საქართველოს ბანკმა და UNFPA-მ მამებისა და შვილების ურთიერთობაზე საჯარო შეხვედრა გამართეს
ლეკო ელისაშვილს ახალი ბრალი წაუყენეს - პოლიციელის მიმართ სიტყვა „არაკაცის“ გამოყენების გამო
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
სანჩესმა სეუტაში მიგრანტების შემოდინება ტერიტორიული მთლიანობის დარღვევად შეაფასა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკი: რუსეთმა უკრაინა ჩრდილოეთ კორეული რაკეტით დაბომბა
რუსეთმა კიევი და უკრაინის სხვა დიდი ქალაქები დაბომბა, დაიღუპა 7 ადამინი დაიჭრა 30
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)