|
2020-05-12 16:31:33, 1884 ნახვა
საზოგადოება
პირველადი წარმოების ხელშეწყობის მიზნით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო „აგროწარმოების ხელშეწყობის პროგრამას“ ანახლებს
პირველადი წარმოების ხელშეწყობის მიზნით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო „აგროწარმოების ხელშეწყობის პროგრამას“ ანახლებს. პროგრამა მოიცავს სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის (ტრაქტორის, მათ შორის ხელის ტრაქტორების (მოტობლოკი) და იმპლემენტების) შეძენის თანადაფინანსებას. ახალი სასათბურე მეურნეობის მოწყობისთვის ან/და არსებული სასათბურე მეურნეობის გაფართოება/მოდერნიზებისთვის საჭირო შესასყიდი ძირითადი საშუალებების შეძენის და მათი სამონტაჟო სამუშაოების თანადაფინანსებას და ერთწლიანი სასოფლო-სამეურნეო კულტურებისთვის სარწყავი სისტემის შესყიდვა/მონტაჟის თანადაფინანსებას. პროგრამის ფარგლებში სახელმწიფო თანადაფინანსების მოცულობა ჯამურად ერთ ბენეფიციარზე შეადგენს 50%-ს, მაგრამ არაუმეტეს 50,000 ლარისა. პროგრამის საბიუჯეტო თანადაფინანსების ჯამური თანხა შეადგენს 10,000,000 ლარს. პროგრამის ფარგლებში სავარაუდოდ დაფინანსდება 200 ტრაქტორი, 80 000 კვ/მ სათბური და 400 ჰა მიწის ფართობზე მოეწყობა სარწყავი სისტემა. აგროწარმოების ხელშეწყობის პროგრამის ბენეფიციარი შესაძლებელია იყოს ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირი. განაცხადების მიღებას სოფლის და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტო უახლოეს მომავალში დაიწყებს. განაცხადის ფორმა განთავსდება აღნიშნული სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე www.arda.gov.ge. პროგრამის განხორციელება დაიწყება 2020 წლის 20 მაისიდან.
„ყველაზე დიდი ქომაგი“ - საქართველოს ბანკმა და UNFPA-მ მამებისა და შვილების ურთიერთობაზე საჯარო შეხვედრა გამართეს
ლეკო ელისაშვილს ახალი ბრალი წაუყენეს - პოლიციელის მიმართ სიტყვა „არაკაცის“ გამოყენების გამო
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
სანჩესმა სეუტაში მიგრანტების შემოდინება ტერიტორიული მთლიანობის დარღვევად შეაფასა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკი: რუსეთმა უკრაინა ჩრდილოეთ კორეული რაკეტით დაბომბა
რუსეთმა კიევი და უკრაინის სხვა დიდი ქალაქები დაბომბა, დაიღუპა 7 ადამინი დაიჭრა 30
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)