|
2020-05-10 10:06:54, 1337 ნახვა
პოლიტიკა
მთავრობა მომდევნო 3 წლის განმავლობაში ჯამში 1.2 მილიონი ჰექტარი მიწის სისტემურ რეგისტრაციას გეგმავს
საქართველოს მთავრობა, მომდევნო 3 წლისგანმავლობაში, ჯამში 1.2 მილიონი ჰექტარი მიწისსისტემურ რეგისტრაციას გეგმავს, - ამ მიზნითგადასადგმელი ნაბიჯები განიხილეს სამუშაოშეხვედრაზე, რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრგიორგი გახარიას ხელმძღვანელობით მთავრობისადმინისტრაციაში გაიმართა. როგორც შეხვედრაზე იუსტიციის მინისტრმა თეაწულუკიანმა აღნიშნა, მიწის სისტემური რეგისტრაციის 8-თვიანი პროექტი, რომელიც ზაფხულიდან დაიწყება, თავდაპირველად რამდენიმე მთიან რეგიონშიგანხორციელდება. მომავალი წლის დასაწყისიდან კიპროექტი გაფართოვდება და საქართველოს ყველარეგიონს მოიცავს. მომდევნო 3 წლის მანძილზე მიწის სისტემურირეგისტრაციის პროექტის განხორციელება ქვეყნისმასშტაბით ათობით სოფელში იგეგმება, რაც იმასნიშნავს, რომ ამ პერიოდში ქვეყნის გეოგრაფიულიტერიტორია კადასტრით სრულად უნდა დაიფაროს. შეხვედრაზე შეფასდა ის რეფორმა, რომელიც 2016 წლიდან ხორციელდება და ხაზგასმით აღინიშნა, რომ 2016 წლიდან დღემდე წარმატებით დარეგისტრებულიმიწების ფართობი დამოუკიდებლობის აღდგენიდან 2016 წლამდე დარეგისტრირებულ ფართობზე სამჯერ მეტია. მთავრობის წევრების შეფასებით, აღნიშნული ციფრებირეფორმის წარმატებაზე მიუთითებს და არსებობსმზაობა, გადაიდგას კიდევ უფრო სწრაფი ნაბიჯები, რათამიწის სისტემურმა რეგისტრაციამ ასეთივე დადებითიშედეგები მოიტანოს.
„ოცნების“ დეპუტატი მიესალმება MMA-ს მებრძოლის მიერ ღირებულებების დასაცავად მოძრაობის შექმნას
გვარამია: MMA მებრძოლის ინიციატივამ შესაძლოა ლინჩის წესით გასამართლება გამოიწვიოს
ივანიშვილის რეჟიმის მხარდამჭერი MMA-ს მებრძოლი ქართული ტრადიციებისა და ღირებულებების დასაცავად მოძრაობას ქმნის
TI: „ოცნებამ“ ჟურნალისტების პარლამენტში აკრედიტაცია ზეწოლის ბერკეტად აქცია
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)