2015-08-19 12:14:56, 687 ნახვა
საზოგადოება
ზუგდიდის ხუთ ადმინისტრაციულ ერთეულში სიჩქარის შემზრუდავი ბარიერების მონტაჟი მიმდინარეობს
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 5 ადმინისტრაციულ ერთეულში ანაკლია, რუხი, ცაიში, ჭითაწყარსა და ჯიხაშკარში სასწავლო დაწესებულებებთან, სკოლებთან და საბავშო ბაღებთან სიჩქარის შემზღუდავი ბარიერების მონტაჟი მიმდინარეობს.
როგორც „ექსპრესნიუსს“ ზუგდიდის მერიიდან აცნობეს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინიციატივით სამუშაოებს საგზაო დეპარტამენტი ასრულებს. 4სმ სიმაღლის კაუჩუკის ბარიერი ასფალტის საფარზე მაგრდება და მაღალი სიჩქარით მოძრავ ავტომობილებს სვლას შეუფერხებს.
მათივე ინფორმაციით, ბარიერი აღჭურვილია შიდა ამრეკლებით, რაც საშუალებას იძლევა ღამით მოძრავი ავტომობილების მფლობელებისთვისაც გახდეს შესამჩნევი.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ყველა სასწავლო დაწესებულებებთან და აგრეთვე მკვეთრ მოსახვევებთან სადაც ხილვადობა დაბალია დაგეგმილია ხელოვნური ბორცვების, სიჩქარის შემზღუდავი ბარიერების მონტაჟი.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან