|
2020-05-08 16:04:20, 1401 ნახვა
პოლიტიკა
შემოსავლების სამსახურის საინფორმაციო სატელეფონო ცენტრი მუშაობის ახალ რეჟიმზე გადავიდა
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საინფორმაციო სატელეფონო ცენტრი 2 299 299 მუშაობის ახალ რეჟიმზე გადავიდა და მოქალაქეებს, ყოველდღიურად, შაბათ-კვირის ჩათვლით, 09:00 საათიდან 20:00 საათამდე მოემსახურება. საინფორმაციო სატელეფონო ცენტრის საშუალებით, გადასახადის გადამხდელი ოპერატიულად მიიღებს ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ელექტრონული სერვისების, სხვადასხვა საკანონმდებლო სიახლეებისა და აუცილებელი პროცედურული ღონისძიებების შესახებ. სატელეფონო ცენტრის ოპერატორები მოქალაქეებს, ასევე დაეხმარებიან მიიღონ კვალიფიციური და ამომწურავი ინფორმაცია, საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილი, ანტიკრიზისული გეგმის მეორე ეტაპით გათვალისწინებული კომპენსაციებისა და საგადასახადო შეღავათების გაცემის სამართლებრივი საფუძვლების შესახებ. სატელეფონო ცენტრის ზარების განაწილების უნიკალური სისტემის საშუალებით, მომხმარებელი თავად აირჩევს საბაჟო ან საგადასახადო კონსულტანტს, ხოლო ვიდეოზარის სერვისის გამოყენებით, ინდმეწარმესა და ფიზიკურ პირს, სახლიდან/ოფისიდან გაუსვლელად შეუძლია დარეგისტრირდეს შემოსავლების სამსახურის ვეგბგვერდზე http://www.rs.ge/ და ელექტრონული აქტივაცია გაიაროს. ვიდეოზარით რეგისტრაციის პროცედურები იხილეთ ვრცლად: http://gov.ge/s/320e2 მომხმარებელს საკონსულტაციო მომსახურების მიღება შეუძლია ქართულ, ინგლისურ და რუსულ ენაზე.
პოლიციამ ბერლინში ლგბტ პრაიდზე თავდასხმაში ეჭვმიტანილი ტერორისტი მოკლა
გორში სპილენძის მოპარვისთვის 4 პირი დააკავეს, მათ 7 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ
პოლიტიკური გამოხატვის გამო მშვიდობიანი დემონსტრანტების დაკავება შეკრების თავისუფლებას უხეშად არღვევს – საია
მშვიდობიანი დემონსტრანტების დაკავება ავტორიტარული მმართველობისთვის დამახასიათებელი რეპრესიული პრაქტიკაა- DRI
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)