10:49 - 23 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-08-18 18:48:23, 550 ნახვა

საზოგადოება
დანაშაულის პრევენციის ცენტრმა ბათუმში შემეცნებით-გასართობი შეჯიბრი გამართა

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის“ ინიციატივით, ბათუმში შემეცნებით-გასართობი შეჯიბრი „თამაში ქალაქში“ - City game-ი  გაიმართა. პროექტის მიზანია არასრულწლოვნებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია, ლოგიკური აზროვნებისა და შემოქმედებითი პოტენციალის  განვითარება, არასრულწლოვნების თავისუფალი დროის სწორად წარმართვა. შეჯიბრში იუსტიციის სამინისტროს დანაშაულის პრევენციის ცენტრის ახალგაზრდული პროგრამის „ლიდერთა სახლის“ მოსწავლეები მონაწილეობდნენ. ღონისძიებას დანაშაულის პრევენციის ცენტრის დირექტორი ჯონი კვინიკაძე დაესწრო. მისი განცხადებით, შეჯიბრი „ლიდერთა სახლის“ აქტიური მონაწილეებისთვის ერთგვარი წამახალისებელი ღონისძიება იყო. „თამაშში ჩაერთვნენ ის ახალგაზრდები, რომლებიც მთელი წლის განმავლობაში აქტიურად იყვნენ ჩართულები იუსტიციის სამინისტროს დანაშაულის პრევენციის ცენტრის მიერ ჩატარებულ სამართლებრივი და სამოქალაქო ცნობიერების ამაღლებაზე მიმართულ ტრენინგებში. შეჯიბრი ძალიან დაძაბულად წარიმართა. მონაწილეებს რთული მინიშნებების მოძიება და ისტორიულ-გეოგრაფიულ კითხვებზე პასუხების მომზადება ბათუმის ბულვარში დაევალათ. გამარჯვებული გუნდი გარდამავალი თასით და სხვადასხვა შინაარსის ლიტერატურით დასაჩუქრდა“, განაცხადა დანაშაულის პრევენციის ცენტრის დირექტორმა ჯონი კვინიკაძემ. თამაშში  35 მოსწავლე ( 7 გუნდი, გუნდში - 5 მოსწავლე) მონაწილეობდა. თამაშის საორგანიზაციო და ტექნიკურ დეტალებზე „ლიდერთა სახლის“ 7-მა მოხალისე სტუდენტმა იზრუნა.  წიგნების სასაჩუქრე კომპლექტი გამომცემლობამ „წიგნები ბათუმში“ დააწესა, ხოლო ყველა მონაწილეს საჩუქრად გადაეცა გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მიერ გამოცემული, ახალგაზრდებისთვის ადაპტირებული იურიდიული შინაარსის წიგნი - „სამართლის ქალაქი“. როგორც ცნობილია, იუსტიციის სამინისტროს დანაშაულის პრევენციის ცენტრის პროგრამა „ლიდერთა სახლი“ საქართველოს მასშტაბით 13 ქალაქში, იუსტიციის სახლებში მიდმინარეობს. მისი ერთ-ერთი მიმართულებაა ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია, სპორტული აქტივობების დაგეგმვა-განხორციელება, სამართლებრივი და სამოქალაქო ცნობიერების ამაღლება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სააკაშვილი - თემაში ჩვენი არა კეთილისმოსურნეებიც შემოვარდნენ და დაწერეს მიშა და ბიძინა ერთია, რასაც იტყვიან პარტია ემორჩილებაო
ტრამპი ჰორმუზის სრუტეში არსებული სიტუაციით კმაყოფილია
ალბანეთში კუშნერი-ტრამპის კურორტის წინააღმდეგ საპროტესტო აქციები ანტიკორუფციულ მოძრაობაში გადაიზრდა
საქართველოში 4.4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics