|
2020-05-02 12:25:03, 1553 ნახვა
საზოგადოება
ანტიკრიზისული გეგმის სოციალურ-ეკონომიკური შეღავათებით სარგებლობის შესახებ მეწარმეებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა
შემოსავლების სამსახურის ინიციატივით, ქვეყანაში ახალი კორონავირუსის პანდემიის შედეგად დაზარალებულთა მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, ქუთაისში ადგილობრივ მეწარმე სუბიექტებთან მორიგი სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის მონაწილეებს შესაძლებლობა მიეცათ უშუალოდ გაცნობოდნენ მთავრობის მიერ მიღებული, ანტიკრიზისული გეგმის მეორე ეტაპით გათვალისწინებულ კომპენსაციებსა და საგადასახადო შეღავათების შესახებ დაწესებულ რეგულაციებს. აღნიშნული შეხვედრა დიალოგის ფორმატში წარიმართა და ბიზნესსექტორის წარმომადგენლებმა მათთვის საინტერესო კითხვებზე ამომწურავი პასუხები მიიღეს. შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ პარმენ მარგველაძემ შეხვედრის მონაწილეებს კორონავირუსის პანდემიის შედეგად დაზარალებულთა მხარდაჭერის შესახებ მომზადებული პრეზენტაცია წარუდგინა.
მედია: ამერიკისა და ისრაელის სადაზვერვო სააგენტოები ირანის ახალ უზენაეს ლიდერს ეძებენ
სახელმწიფო უნივერსიტეტებში სწავლა დაფინანსდება, III სემესტრიდან გრანტის 1/2-ია გარანტირებული
Euronews: ფიფას პრეზიდენტი ევროპარლამენტში დაიბარეს
ეუთოს მოქმედი თავმჯდომარე იგნაციო კასისი საქართველოს შემოდგომაზე ეწვევა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკი: რუსეთმა უკრაინა ჩრდილოეთ კორეული რაკეტით დაბომბა
რუსეთმა კიევი და უკრაინის სხვა დიდი ქალაქები დაბომბა, დაიღუპა 7 ადამინი დაიჭრა 30
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)