10:55 - 27 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-04-30 17:59:44, 1558 ნახვა

პოლიტიკა
საქართველოსა და ლიეტუვას პრეზიდენტებმა პანდემიის პერიოდში ეკონომიკის გახსნის მომავალ ფაზებზე ისაუბრეს

საქართველოსა და ლიეტუვას პრეზიდენტებმა პანდემიის პერიოდში ეკონომიკის გახსნის მომავალ ფაზებზე, სამომავლო სტრატეგიებზე და სოციალურ - ეკონომიკური მიმართულებების დახმარებებზე ისაუბრეს.

ლიეტუვის პრეზიდენტმა მაღალი შეფასება მისცა საქართველოს ბრძოლას კორონავირუსის წინააღმდეგ.

პრეზიდენტებმა ასევე განიხილეს საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესის მიმდინარეობა და ამ მიმართულებით საქართველოს სამომავლო გეგმები. როგორც სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია ქართველი ხალხის მყარი არჩევანია და ამ მიმართულებით ქვეყნის განვითარებას საზოგადოების სრული მხარდაჭერა გააჩნია.

საქართველოს პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ დღეს მსოფლიოში არსებული კრისი ევროკავშირს უფრო გააძლიერებს და საქართველოც ევროკავშირთან დაახლოების კუთხით დღეს უფრო მეტ შესაძლებლობას ხედავს. 

თავის მხრივ, ლიეტუვის პრეზიდენტმა ევროკავშირის ეკონომიკურ გეგმებზე ისაუბრა. აღინიშნა, რომ საერთაშორისო სოლიდარობა დღეს კიდევ უფრო მეტად მნიშვნელოვანია.

პრეზიდენტებმა აღმოსავლეთ პარტნიორობის მომავალ კონფერენციაზეც ისაუბრეს. აღინიშნა, რომ მხარეები თანამშრომლობის კუთხით ახალი პარტნიორობის ფორმატებზე ფიქრობენ.

სალომე ზურაბიშვილი ლიეტუველ კოლეგას საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი ვითარებისა და ბორდერიზაციის პროცესთან დაკავშირებით ესაუბრა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ივანიშვილის რეჟიმი ტუტუშკების მორალის პოლიციას აყალიბებს, რომლებიც მოქალაქეებს ღიად გაუსწორდება
რეჟიმის შსს ადასტურებს აქცის 10 მონაწილის დაკავებას ბანერების გამო
ბანერების გამო საპროტესტო აქციის მონაწილეები დააკავეს, პოლიციამ მომიტინგეებს სცემა
ბანერის ჭერის გამო თორნიკე თოშხუა წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics