13:27 - 03 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-04-24 16:52:50, 2286 ნახვა

ეკონომიკა
თურნავა - გარანტირებული გვაქვს დაფინანსების წყაროები, როგორც ჩვენი გადაწყობილი ბიუჯეტიდან, ასევე საერთაშორისო დახმარებიდან

ჩვენ გარანტირებული გვაქვს უკვე დაფინანსების წყაროები, როგორც ჩვენი გადაწყობილი ბიუჯეტიდან, ასევე საერთაშორისო დახმარებიდან, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა.

მისი თქმით, ანტიკრიზისული გეგმა სრულიად რეალისტურია და რამდენიმე ხანში ბიუჯეტშიც აისახება.

„მიუხედავად იმისა, რომ ასეთი დარტყმა მიადგა ეკონომიკას მინუს 4 პროცენტი სავალუტო ფონდის გათვლით. მინუს 2 მილიარდი ლარი ჩვენი ბიუჯეტი. ჩვენ არ გადავხედეთ ჩვენ გეგმებს და ჩვენ ვთავაზობთ მრავალჯერად სისტემას, რომლითაც პენსიები გაიზრდება და მასზე არ იმოქმედებს არც ინფლაცია და მიბმული იქნება ეკონომიკურ ზრდაზე. ამ გეგმის თვისება არის ის, რომ ადამიანზე ზრუნვით არის გამსჭვალული. იმ ნაწილშიც კი, სადაც გეგმა ეხება ბიზნესს და ეხმარება მას, საბოლოო ჯამში ჩვენ ვეხმარებით ადამიანს, ვინც ამ ბიზნესში არის დასაქმებული. მესამე მნიშვნელოვანი მომენტი ეს არის ის, რომ ანტიკრიზისული გეგმა არის დროული. ჩვენ უკვე ვფლობთ მასშტაბს, ვიცით თუ რამდენ კატეგორიას და რამდენ ადამიანს დაახლოებით მაინც შეეხება ეს პრობლემები და ვის უნდა დავეხმაროთ. ჩვენ გარანტირებული გვაქვს უკვე დაფინანსების წყაროები, როგორც ჩვენი გადაწყობილი ბიუჯეტიდან, ასევე საერთაშორისო დახმარებიდან და ეს გეგმა არის სრულიად რეალისტური და რამდენიმე ხანში აისახება ბიუჯეტში“, - განაცხადა ნათია თურნავამ.  





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
გიგა ავალიანის საქმეზე შს მინისტრის ყოფილი მოადგილის შვილს ბრალდება წარედგინა
Big Tech. Global Legends. One Future - თიბისის მხარდაჭერით თბილისში Change Inspire 2026 გაიმართა
მოლდოვის პრემიერმინისტრი თანამდებობიდან გადადგა
გაორმაგების დღე City Mall-ში - 5 ივლისს PLUS ქულებით გადახდისას 50%-იანი ფასდაკლებით ისარგებლებთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics