09:59 - 27 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-04-22 14:24:49, 2304 ნახვა

პოლიტიკა
კობერიძე პრეზიდენტს - საგანგებო მდგომარეობის შესახებ პრემიერისგან რომ წერილი მიიღეთ, კითხვები არ გაგიჩნდათ?

საგანგებო მდგომარეობის შესახებ პრემიერისგან რომ წერილი მიიღეთ, კითხვები არ გაგიჩნდათ? - ასე მიმართა ფრაქცია „დამოკიდებელი დეპუტატების“ წევრა ლევან კობერიძემ პლენარულ სხდომაზე სალომე ზურაბიშვილს.

მისი თქმით, პარლამენტი არაადეკვატურად იქცევა და აცდენილია საზოგადოების ინტერესს.

„პარლამენტი არაადეკვატურად იქცევა და აცდენილია საზოგადოების ინტერესს. საზოგადოების ინტერესია, პირველ რიგში მიიღოს ინფორმაცია. ჩვენი ინტერესიცაა, რომ მივიღოთ ოფიციალურად დადასტურებული ინფორმაცია და ამოკრეფილად არ ვეძებოთ მედიაში განცხადებები. ქალბატონ პრეზიდენტთან მაქვს კითხვები, როდესაც მიიღო პრემიერისგან წერილი, რა მდგომარეობაა, რამდენი ინფიცირებულია, როდის უნდა მოიხსნას საგანგებო მდგომარეობა და ასე შემდეგ ... ეს წერილი, რომ მიიღეთ ქალბატონო პრეზიდენტო კითხვები არ გაგიჩნდათ? პარლამენტში როდესაც შევიკრიბებოდით, ან დაგევალებინათ ან გეთხოვათ მთავრობის წევრებისთვის, რომ ვინმემ გააკეთოს, რაიმე ციფრებზე ამ ქვეყანაში ოდესმე იქნება საუბარი? „თუ მოდით ახლა ასე ვქნათ“ - აი ასე უნდა იყოს ? მგონი არაადეკვატურობის იქით არის ეს ყველაფერი“, - განაცხადა ლევან კობერიძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ივანიშვილის რეჟიმი ტუტუშკების მორალის პოლიციას აყალიბებს, რომლებიც მოქალაქეებს ღიად გაუსწორდება
რეჟიმის შსს ადასტურებს აქცის 10 მონაწილის დაკავებას ბანერების გამო
ბანერების გამო საპროტესტო აქციის მონაწილეები დააკავეს, პოლიციამ მომიტინგეებს სცემა
ბანერის ჭერის გამო თორნიკე თოშხუა წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics