02:54 - 01 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-04-15 12:39:38, 1472 ნახვა

საზოგადოება
„სმარტი“ სააღდგომოდ მიწოდების სერვისს ნერგავს

განახლებული ფორმატის „სმარტმა“ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულისთვის მიწოდების სერვისი დანერგა და ამიერიდან ერთგულ მომხმარებლებს „სმარტისვე“ წარმოების უგემრიელესი სააღდგომო პასკებისა თუ სხვა ექსკლუზიური იმპორტისა და ადგილობრივი პროდუქტების მიღება გლოვოს საშუალებით თბილისის მასშტაბით ნებისმიერ სასურველ ადგილზე შეუძლიათ.  ტრადიციული რეცეპტით მომზადებული პასკის გარდა „სმარტი“ მომხმარებელს სადღესასწაულო და შოკოლადის პასკებს და იტალიური ტექნოლოგიით გამომცხვარ პანეტონესაც სთავაზობს ცუკატებით.  „სმარტის“ წარმოებული პასკების ღირებულება  8 ლარიდან იწყება.

„“სმარტში“ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულისთვის მიწოდების სერვისის დანერგვა ეხმიანება საყოველთაო მოწოდებას #დარჩისახლში და მომხმარებლებს საშუალებას ვაძლევთ  ტრადიციული თუ იტალიური რეცეპტით და ნატურალური, უმაღლესი ხარისხის ინგრედიენტებით - კვერცხით, კარაქით, შაქრით, ნედლი რძით, ფორთოხლით, ქიშმიშით, ცუკატებით დამზადებული და გემოვნური თვისებები გამორჩეული პასკები, ადგილზე კომფორტულად და უსაფრთხოდ მიიღონ. ჩვენი უნიკალური რეცეპტი „ხარისხი დეტალებშია“, შესაბამისად „სმარტის“ წარმოების პასკებთან ერთად ჩვენი ერთგული მომხმარებელი სააღდგომო დღესასწაულს განსაკუთრებულად გემრიელად აღნიშნავს“, - აცხადებენ „სმარტში“. 

„სმარტი“ გამორჩეულია ბაზარზე უმაღლესი ხარისხის საკუთარი იმპორტის თუ ადგილობრივი პროდუქტებით და მომსახურების ევროპული სტანდარტებით. „ვისოლ ჯგუფმა“ „სმარტის“ ქსელის განვითარება 2010 წელს დაიწყო. “სმარტი” ქსელის განვითარებას საწყის ეტაპზე შერჩეულ ფორმატში, ავტო და გაზ-გასამართ სადგურებზე და ავტობანებზე განაგრძობს.





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
არასერიოზულია იმის მტკიცება, რომ ცალკე აღებულმა, "ენერგო-პრო ჯორჯიას“ ხაზმა შესაძლოა გამოიწვიოს ქვეყნის სრული გათიშვა - მიხეილ ბოცვაძე
საქართველოს ბანკი - ფოთის საჭადრაკო ფესტივალზე ქართველი მოჭადრაკეების მთავარი მხარდამჭერი | ტურნირის შეჯამება
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მეწარმე ქალებისთვის გაყიდვების თემაზე ვორკშოპი გაიმართა
მედია: ამერიკისა და ისრაელის სადაზვერვო სააგენტოები ირანის ახალ უზენაეს ლიდერს ეძებენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics