08:59 - 27 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-04-14 14:26:07, 2559 ნახვა

პოლიტიკა
ოხანაშვილი - საარჩევნო მოდელთან დაკავშირებით მიღწეული შეთანხმება „ქართული ოცნების“ მხრიდან შესრულდება

„პოლიტიკური კონსენსუსის საფუძველზე საარჩევნო მოდელთან დაკავშირებით მიღწეული შეთანხმება, სადაც ძალიან დიდი როლი  ჩვენმა საერთაშორისო პარტნიორებმა შეასრულეს, „ქართული ოცნების მხრიდან შესრულდება“, - ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ამ შეთანხმების შესრულება არანაირი საფრთხის ქვეშ არ დგას.

მისივე თქმით, წარმოუდგენელი და დაუშვებელია მართლმსაჯულების სფეროში პოლიტიკის შეტანა.

„რაც შეეხება ცალკეული პოლიტიკური ჯგუფების, თუ გარკვეული პოლიტიკოსების მოწოდებებს. ერთი მხრივ, ეს ადამიანები საუბრობენ იმაზე, რომ სასამართლო სისტემაში ყოველგვარი ჩარევა დაუშვებელია და მე ამ პოზიციას სრულად ვეთანხმები. თუმცა, მეორე მხრივ, ეს ადამიანები ეწინააღმდეგებიან საკუთარ პოზიციას და ამბობენ, რომ პოლიტიკური ჯგუფი, პოლიტიკოსები უნდა ჩაერიონ სასამართლო სისტემაში და მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილებები. ეს ეწინააღმდეგება სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპს და შესაბამისად, პოლიტიკის შეტანა მართლმსაჯულების სფეროში წარმოუდგენელი და დაუშვებელია“, - აღნიშნა ანრი ოხანაშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ივანიშვილის რეჟიმი ტუტუშკების მორალის პოლიციას აყალიბებს, რომლებიც მოქალაქეებს ღიად გაუსწორდება
რეჟიმის შსს ადასტურებს აქცის 10 მონაწილის დაკავებას ბანერების გამო
ბანერების გამო საპროტესტო აქციის მონაწილეები დააკავეს, პოლიციამ მომიტინგეებს სცემა
ბანერის ჭერის გამო თორნიკე თოშხუა წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics